პირველი დონის ტექნიკოსის მოვალეობები

მომსახურების ცენტრებში პირველი დონის ტექნიკოსებს ხშირად სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ. ამ დონის სპეცილისტები შეიძლება მოიხსენიონ, როგორც პირველი დონის ანალიტიკოსები, დისპეჩერები, ან ინციდენტის ზედამხედველობითი თანამშრომლები. სხავადასხვა სახელების მიუხედევად პირველი დონის ტექნიკოსის მოვალეობები თითქმის ერთი და იმავეა ყველა მომსახურების ცენტრში.
პირველი დონის ტექნიკოსის მთავარი მოვალეობაა მომხმარებლისგან სათანადო ინფორმაციის შეგროვება. ტექნიკოსმა სწორედ უნდა შეიყვანოს ყველა ინფორმაცია განცხადებაში ან შეკვეთის ანკეტაში. სურათზე მოყვანილია მაგალითები, თუ რა სახის ინფორმაცია უნდა შეაგროვოს პირველი დონის ტექნიკოსმა.
ზოგიერთი პრობლემის გადაწყვეტა არ წარმოადგენს დიდ სირთულეს და პირველი დონის ტექნიკოსს თვითონვე შეუძლია აღმოფხვრას ეს პრობლემა მეორე დონის ტექნიკოსის დახმარების გარეშე.
მაგრამ ხშირად პრობლემის გადაწყვეტისთვის გვესაჭიროება მეორე დონის სპეციალისტის გამოცდილება. ამ შემთხვევაში, პირველი დონის სპეციალისტმა მოკლედ უნდა აღწეროს მომხმარებლის პრობლემა და შეიტანოს შეკვეთის ანკეტაში. ამოცანის აღწერა არის მნიშველოვანი პროცესი, ვინაიდან აღწერის საშუალებით სხვა სპეციალისტები სწრაფად ერკვევიან არსებულ სიტუაციაში მომხმარებლის ხელმეორედ გამოკითხვის გარეშე.