კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზა

კრიმინალურ გამოძიებას შეიძლება დასჭირდეს მონაცემების მოპოვება და ანალიზი. მონაცემების ამოღება ხორციელდება კომპიუტერული სისტემებიდან, ქსელებიდან, უკაბელო კომუნიკაციებიდან და საცავი მოწყობილობებიდან. პროცესს, სადაც მონაცემების შეგროვება და ანალიზი ხორციელდება, უწოდებენ კომპიუტერულ-ტექნიკურ ექსპერტიზას. კომპიუტერული ექსპერტიზა ტარდება IT სფეროსთვის მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, რათა შემდგომში შესაძლებელი იყოს მოპოვებული მონაცემების, როგორც მტკიცებულებად წარდგენა სასამართლოს წინაშე.
ქვემოთ მოცემული მოქმედებები ზოგიერთ ქვეყანაში ისჯება კანონით:
- პირადი მონაცემების არაკანონიერად მოპოვება
- კომპიუტერის გამოყენებით კონტრაფაქტური (ყალბი) საქონელით ვაჭრობა
- კომპიუტერულ სისტემაში ან ქსელში პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება საავტორო უფლებების დარღვევით
- კომპიუტერის გამოყენებით უფლების გარეშე საავტორო უფლებებით დაცული მატერიალების ასლების შექმნა, რაც მოიცავს ფილმებს, სატელევიზიო პროგრამებს,მუსიკას და კომპიუტერულ თამაშებს.
- კომპიუტერის გამოყენებით ამ ასლების გაყიდვა
- პორნოგრაფია
მოცემული სია არ შეიცავს ამომწურვად ინფორმაციას.
კომპიუტერულ-ტექნიკური ექსეპრტიზის პროცედურების ჩატარების დროს მოპიოვებენ ორნაირი ტიპის ინფორმაციას:
- მუდმივი მონაცემები – მუდმივი მონაცემები მოიპოვება მყარი დისკიდან ან გარე მყარი დისკიდან, ასევე ოპტიკური მყარი დისკიდანაც. კომპიუტერის გამორთვის შემთხვევაში ეს ინფორმაცია შენარჩუნდება მყარ დისკზე.
- არამდგრადი მონაცემები – ოპერატიული მეხსიერება, ქეშ-მეხსიერება და რეგისტრები შეიცავენ არამდგრად მონაცემებს. მონაცემების შემნახველ მოწყობილობასა და პროცესორს შორის გადაგზავნილი მონაცემები ასევე არამდგრადია. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ მოვახდინოთ ამ მონაცემების ამოღება, რადგან კომპიუტერის გამორთვისას მონაცემები წაიშლება.