IT მიმართულებით სამართლებრივად მნიშვნელოვანი საკითხები

სხვადასხვა ქვეყნებში მიღებულია განსხვავებული კანონმდებლობები და რეგულაციები, მაგრამ ქვემოთ მოცემული მოქმედებების განხორციელება ნებისმიერ სახელმწყიფოში შეიძლება ჩაითვალოს არაკანონიერად:
- არ არის ნებადართული სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფაში ან აპარატურის კონფიგურაციაში რაიმე ცვლილების შეტანა მომხარებლის თანხმობის გარეშე.
- არ არის ნებადართული მომხმარებლის ან თანამშრომლის თანხმობის გარეშე მათ ანგარიშებზე,პირად ფაილებზე ან ელექტრონული ფოსტის შეტყობინებებზე წვდომის მოპოვება.
- მიუღებელია ციფრულ კონტენტის (პროგრამების, სურათების, ფილმების, ტექსტური ფაილების) ინსტალაცია, ასლის შექმნა და სხვისთვის გაზიარება, თუ ეს ეწინააღმდეგება საავტორო უფლებებს, პროგრამასთან დადებულ ხელშეკრულებას ან გამოყენების რეგულაციებს. სხვადასხვა ქვეყნებში, რეგიონებსა და შტატებში მიღებულია განსხვავებული კანონდებლობები და რეგულაციები, რომლებიც იცავენ საავტორო უფლებებს და სავაჭრო ნიშნის ქვეშ მყოფ პროდუქტებს.
- არ არის ნებადართული მომხმარებლის კომპანიის IT რესურსების გამოყენება კომერციული მიზნებისთვის.
- არ არის ნებადართული მომხმარებლის IT რესურსებზე სხვა არასანქცირებული პირისთვის წვდომის მინიჭება.
- არ არის ნებადართული მომხმარებლის კომპანიის რესურსების გამოყენება კანონსაწინააღმდეგო საქმიანობისთვის. კრიმინალურ ან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობებში იგულისხმება გარყვნილება, ბავშვთა პორნოგრაფია,მუქარა,ძალადობა,საავტორო უფლებების დარღვევა, ინტერნეტში ციფრული რესურსების გაზიარება საავტორო უფლებების დარღვევით , უნივერსიტეტის სავაჭრო ნიშნის არაკანონიერი გამოყენება,ცილისწამება, ძარცვა, პირადი მონაცემების არაკანონიერად მოპოვება და არასანქცირებული შეღწევა.
- არ არის ნებადართული მომხმარებლის პირადი ინფორმაციის საჯაროდ გამოაშკარავება ან გაზიარება. აიცილებელია შევუნარჩუნოთ მომხმარებლის მონაცემებს კონფიდენციალურობა.
მოცემული სია არ წარმოადგენს სრულ ჩამონათვალს. კომპანიები და ამ კომპანიის თანამშრომლები საქმიანობას უნდა ეწეოდნენ მართლმსაჯულებაში მოქმედი კანონების შესაბამისად.