დროის და სტრესის მართვის მეთოდები

როგორც ტექნიკოსი, ფრიად დაკავებული პიროვნება ბრძანდებით. ამიტომაც საკუთარი კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ დროის სწორედ გადანაწილება და სტრესული მდგომარეობის მართვა.

სამუშაო გარემოს ოპტიმიზირება (ერგონომიკა)

სამუშაო გარემოს მოწესრიგება შეიძლება დახვეხმაროს მუშაობის დონის ამაღლებაში ან პირიქით, გამოიწვიოს გაუარესება. ვინაიდან დღის უმეტეს ნაწილს ატარებთ თქვენს სამუშაო მაგიდასთან, დარწმუნდით რომ თქვენი სამუშაო გარემო არის მოწესრიგებული.   მოათავსეთ ყურსასმენი და მიკროფონი მარტივად ხელმისაწვდომ ადგილზე.  სკამის სიმაღლე დაარეგულირეთ თქვენთვის კომფორტულ ზომაზე. გაასწორეთ მონიტორი კომფორტული კუთხით ისე, ისე რომ ყურება არ მოგიწიოთ ზევით-ქვევით.  დარწმუნდით, რომ მაუსი და კლავიატურა ასევე განლაგებულია კომფორტულად. კლავიატურაზე ბეჭვდის  დროს მაჯა არ უნდა იყოს მოხრილი. თუ შესაძლებელია, სეეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანეთ  ხელისშემშლელი ფაქტორები, მაგალითად ხმაური.

დროის მართვა

ძალიან მნიშვნელოვანია დავყოთ სამუშაო საქმიანობა პრიორიტეტების მიხედვით. აუცილებელია სამუშაო პროცესი ვაწარმოოთ კომპანიის პოლიტიკის წესებით. კომპანიის პოლიტიკა შეიძლება გვავალებდეს უპირველესად ავიღოთ “გათიშული” ზარი, თუნდაც ამ ზარზე რთული ამოცანა იყოს გადასაწყვეტი.  ზარი გათიშულია ნიშნავს, რომ სერვერი არ მუშაობს და  მთლიანი ოფისი ან კომპანია ელოდება ხარვეზის გამოსწორებას მუშაობის გასაგრძელებლად.

თუ თქვენ ხელახლა უნდა გადაურეკოთ მომხმარებელს, შეეცადეთ გადმორეკვისთვის დათქმულ დროს არ გადააცილოთ. იქონიეთ მომხმარებელთან ხელმეორედ დასაკავშირებელი სია და ამოშალეთ ისინი სათიათოდ დაკავშირების შემდეგ. ამით თავს დაიზღვევთ, რომ მომხმარებელი არ გამოგრჩებათ.

მომხმარებელთა დიდ რაოდენობასთან  მუშაობისას არ შეიძლება ვინმეს ფავორიტად გამოყოფა და მათთვის მომსახურების უფრო სწრაფად და ხარისხიანად შეთავაზება. გამოძახების ელექტრონულ ბაზის დათვალიერებისას ნუ უპასუხებთ მხოლოდ მარტივ გამოძახებებს. 1 სურათზე წარმოდგენელია მომხმარებელთა ზარების ბაზის ელექტრონული ცხრილი. ნებართვის გარეშე არ უპასუხოთ სხვა სპეციალისტისთვის განკუთვნილ ზარს.

 სტრესის მართვა

შეეცადეთ გამოძახებებს შორის დამშვიდეთ და მოწესრიგდეთ და ახალი შემართებით უპასუხოთ შემდგომ ზარს.  ყოველი ზარი არის დამოუკიდებელი სხვა ზარებისგან. ნუ გადაიტანთ წინა ზარის სიბრაზეს მომდევნო ზარებზე.

სტრესის მოსახსნელად ცოტახნით დავკავდეთ ფიზიკური აქტივობით. დროგამოშვებით წამოვდგეთ და გავისეირნოთ. ასევე კარგია მარტივი გაწელვების გაკეთება ან, თუ არის საშუალება, ანტისტრესული ხელსაწყოების გამოყენება, როგორიცაა სპეციალური ბურთი სტრესის მოსახსნელად. თუ შესაძლებელია, აიღეთ შესვენება და შეეცადეთ რომ მოდუნდეთ. ამ მითითებების შესრულების შემდეგ თქვენ  ახალი მომხმარებლის ზარს უფრო კარგად გაართმევთ თავს.  2 სურათზე წარმოდგილია მოდუნების მეთოდები.