ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი (The IT Professional)

ადამიანების უმეტესობას შეუძლიათ აითვისონ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით საჭირო ტექნიკური ცოდნა, რათა შემდგომში შეძლონ IT ინდუსტრიაში მუშაობის დაწყება. თუმცა, წარმატებულ IT პროფესიონალად ჩამოყალიბებისათვის ტექნიკური ცოდნა საკმარისი არ არის. IT პროფესიონალი ასევე კარგად უნდა იცნობდეს იურიდიულ და ეთიკურ საკითხებს ამ სფეროში. მომხმარებელთვის მომსახურების ცენტრიდან, ოფისიდან ან ტელეფონის გავლით ქოლ ცენტრიდან სამუშაოების გაწევისას სპეციალისტმა უნდა იცოდეს და ისარგებლოს პირადი ინფორმაციისა და კონფიდენციალურობის დაცვის წესებით. თუ შენ იმუშავებ მაგიდის ტექნიკოსად, შენ პირდაპირი შეხება არ გექნება მომხმარებელთან, მაგრამ გექნება წვდომა აპარატურაზე არსებულ პირად და კონფიდენციალურ ინფორმაციაზე. ამ თავში განხილულია ზოგიერთი გავრცელებული სამართლებრივი და ეთიკური საკითხები.
მომსახურების ცენტრების ინჟინრები მომხმარებლებთან მუშაობენ მხოლოდ ტელეფონის საშუალებით. ამ თავში განხილულია მომსახურების ცენტრში არსებული სტანდარტული პროცედურები და მომხმარებლებთან მუშაობის პროცესი.
როგორც IT პროფესიონალს, თქვენ ხშირად მოგიწევთ კომპიუტერში გაუმართაობების აღმოჩენა და აღმოფხვრა, ასევე კომუნიკაცია მომხმარებლებთან და კოლეგებთან. ფაქტია, რომ მომხმარებლებთან კომუნიკაცია ისევე მნიშვნელოვანია, როგორც პრობლემის მოძებნა და აღმოფხვრა. ეს თავი ეძღვნება კომუნიკაციის უნარების შესწავლას კლიენტებთან მუშაობისას, რათა ისევე დამაჯერებლად ფლობდეთ ამ უნარებს, როგორც სახრახნისის მოხმარებას.