გაწმენდის მეთოდები

პრინტერის გაწმენდის დროს ყოველთვის იხელმძღვანელეთ მწარმოებლის სახელმძღვანელოთი. დოკუმენტაცია ან მწარმოებლის საიტზე განთავსებული ინფორმაცია განმარტავს გაწმენდის სათანადო მეთოდებს.

ყურადღება: : პრინტერის გაწმენდის წინ აუცილებლად გამორთეთ იგი ელექტროქსელიდან მაღალი ძაბვიდან გამომდინარე საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.

პრინტერის პროფილაქტიკური მხარდაჭერა

დარწმუნდით, რომ გამორთეთ პრინტერი ელექტროქსელიდან პროფილაქტიკური სამუშაოების დაწყების წინ. გამოიყენეთ დატენიანებული ქსოვილი პრინტერის ზედაპირიდან ქაღალდის მტვრის, დაგროვებული ჭუჭყისა და დაღვრილი მელნის მოსაცილებლად.

ზოგიერთ ჭავლურ პრინტერზე კარტრიჯის შეცვლისას ასევე იცვლება ბეჭდვის თავაკებიც. თუმცა ზოგჯერ თავაკები ისვრება და საჭიროებს გაწმენდას. გამოიყენეთ მწარმოებლის მიერ მოწოდებული უტილიტა საბეჭდი თავაკების გასაწმენდად. გაწმენდის შემდეგ დატესტეთ ის. გაიმეორეთ ეს პროცესი, სანამ ტესტი არ აჩვენებს სუფთა და ერთიან ბეჭდვას.

პრინტერებს აქვთ ბევრი მოძრავი ნაწილი. დროთა განმავლობაში ამ ნაწილებში გროვდება მტვერი, ჭუჭყი და სხვა ნარჩენები. თუ პრინტერი არ გაიწმინდა რეგულარულად, მან შეიძლება არ იმუშაოს კარგად და შეიძლება სულაც შეწყვიტოს მუშაობა. მატრიცული პრინტერის მოძრავი ლილვები საჭიროებენ დატენიანებული ქსოვილით გაწმენდას. ჭავლურ პრინტერებში ტენიანი ქსოვილით  გაწმინდეთ ქაღალდის მიმწოდებელი მექანიზმი. ზოგიერთი პრინტერის ნაწილები საჭიროებენ სპეციალური საპოხი მასალით დაზეთვას. შეამოწმეთ დოკუმენტაცია, რათა დაადგინოთ, სჭირდება თუ არა თქვენს პრინტერს ამ საპოხი მასალებით დაზეთვა და მონიშნეთ ის ადგილები.

ყურადღება: : არ შეეხოთ ლაზერული პრინტერის დოლურას გაწმენდისას, რათა არ დაზიანდეს მისი ზედაპირი.

ლაზერული პრინტერები, ჩვეულებრივ, არ საჭიროებენ ხშირ პროფილაქტიკურ მხარდაჭერას,თუ ისინი არ არიან განთავსებულნი მტვრიან ტერიტორიაზე ან არ არიან მოძველებულნი. ლაზერული პრინტერის გაწმენდისას გამოიყენეთ ვაკუუმური მტვერსასრუტი, რათა გაასუფთაოთ იგი მასში ჩარჩენილი ტონერის ნაწილაკებისაგან. სტანდარტული მტვერსასრუტი ვერ შეიწოვს ტონერის პატარა ნაწილაკებს და შეიძლება გაფანტოს კიდეც ისინი. გამოიყენეთ მხოლოდ ვაკუუმური მტვერსასრუტი ნაწილაკების ფილტრაციის მაღალი ეფექტურობის მისაღწევად. HEPA ფილტრაციის მქონე მტვერსასრუტი იჭერს მიკროსკოპულ ნაწილაკებს თავისი ფილტრების მეშვეობით.

თერმული პრინტერები იყენებენ სითბურ მეთოდს, რათა შექმნან იმიჯი სპეციალურ ქაღალდზე. თერმული პრინტერის ვარგისიანობის ვადის გასახანგრძლივებლად საჭიროა მისი თერმული ნაწილები რეგულარულად გაიწმინდოს იზოპროპილის სპირტით.

სწორი ქაღალდის ტიპის შერჩევა ახანგრძლივებს პრინტერის ვარგისიანობის ვადას და უზრუნველყოფს ბეჭდვის მაღალ ხარისხს. არსებობს რამდენიმე ტიპის ქაღალდი. თითოეული ტიპის ქაღალდს აქვს იარლიყი, რომელიც  განსაზღვრავს მის შესაბამისობას გარკვეული ტიპის პრინტერთან. პრინტერის მწარმოებელი იძლევა რეკომენდაციას, რომელი ტიპის ქაღალდია საუკეთესო მისი ნაწარმისათვის.