ბეჭდვის სერვერების დანიშნულება

ზოგიერთი პრინტერები, რომელთაც არ გააჩნიათ ინტეგრირებული ქსელის ბარათები და საჭიროებენ ქსელურ კავშირს, მოითხოვენ ქსელში ცალკე არსებულ ბეჭდვის სერვერების არსებობას. ბეჭდვის სერვერები საშუალებას აძლევენ მრავალ კომპიუტერის მომხმარებელს, იქონიონ წვდომა ერთ პრინტერთან, დამოუკიდებლად ოპერაციული სისტემისა ან მოწყობილობისა. ბეჭდვის სერვერს გააჩნია სამი ფუნქცია:

  • უზრუნველყოს კლიენტის ხელმისაწვდომობა ბეჭდვით რესურსებთან.
  • მოახდინოს ბეჭდვითი დავალებების ადმინისტრირება და დააყენოს ისინი რიგში, სანამ პრინტერი გათავისუფლდება და შემდეგ გადასცეს ბეჭდვითი ინფორმაცია პრინტერს.
  • იქონიოს უკუკავშირი მომხმარებელთან.