აპარატურული ოპტიმიზაცია

შესაძლებელია ზოგიერთი პრინტერის აპარატურული განახლება და მისი რესურსების გაუმჯობესება, რათა მან შეძლოს უფრო სწრაფი ბეჭდვა და მეტი ამოცანის შესრულება. აპარატურაში იგულისხმება დამატებითი ფურცლის უჯრა, ფურცლის მიწოდების მექანიზმი, ქსელის ბარათი და გაფართოებული მეხსიერება.

პროგრამულ-აპარატურული საშუალებანი – firmware

Firmware არის ინსტრუქციათა პაკეტი, რომელიც ინახება პრინტერის მეხსიერებაში. Firmware აკონტროლებს პრინტერის მუშაობის პრინციპებს. firmware განახლების პროცედურა მსგავსია პრინტერის დრაივერის ინსტალაციისა. იმის გამო, რომ firmware განახლება არ ხდება ავტომატურად, ეწვიეთ პრინტერის მწარმოებლის ვებ საიტს და შეამოწმეთ ხელმისაწვდომობა ახალი firmwar-ისა.

პრინტერის მეხსიერება

ყველა პრინტერს გააჩნია მეხსიერება, როგორც ნახაზზე ნაჩვენები ჩიპებია. ჩვეულებრივ, პრინტერები იწარმოება ქარხანაში საკმარისი მეხსიერებით, რაც საშუალებას იძლევა, გაუმკლავდეს იმ სამუშაოს, რომელიც გულისხმობს ტექსტის ბეჭდვას. თუმცა, ბეჭდვითი სამუშაოები, მათ შორის გრაფიკა, და, განსაკუთრებით, ფოტოგრაფია, სრულდება გაცილებით ეფექტურად, თუ პრინტერს გააჩნია საკმარისი მოცულობის მეხსიერება იმისათვის, რომ ეს სამუშაო მთლიანად ჩაიტვირთოს მასში უშუალოდ ბეჭდვაზე გაშვების წინ. პრინტერის მეხსიერების გაზრდით ჩვენ ვაღწევთ ბეჭდვის საჩქარის გაზრდას და ვაძლიერებთ კომპლექსური ბეჭდვის შესაძლებლობებს.

დავალების ბუფერირების დროს ბეჭდვის სამუშაო ინახება პრინტერის მეხსიერებაში. ბუფერირება საშუალებას აძლევს კომპიუტერს არ დაელოდოს ბეჭდვის დავალების დასრულებას და შეასრულოს სხვა სამუშაო. ბუფერირება ფართოდ გავრცელებული დამახასიათებელი ფუნქციაა ლაზერული პრინტერებისა და პლოტერებისათვის, ასევე თანამედროვე ჭავლური და მატრიცული პრინტერებისთვისაც.

თუ თქვენ მიიღეთ შეტყობინება არასაკმარისი მეხსიერების შეცდომის შესახებ, ეს მიუთითებს, რომ პრინტერს მეხსიერება არ ჰყოფნის ან აქვს მეხსიერების გადატვირთვა. ამ შემთხვევაში, თქვენ დაგჭირდებათ მეხსიერების მოცულობის გაზრდა.