პრინტერის ინსტალაცია

პრინტერის შეძენისას ჩვეულებრივ მას მოჰყვება მწარმოებლის მიერ მოწოდებული მისი ინსტალაციისა და კონფიგურაციის ინფორმაცია. საინსტალაციო კომპაქტ დისკი შეიცავს დრაივერებს, სახელმძღვანელოსა და სადიაგნოსტიკო პროგრამულ პაკეტს. დისკის არქონის შემთხვევაში ეს ინფორმაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მწარმოებლის საიტიდან.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვადასხვა ტიპის პრინტერები და მათი შეერთებები და კონფიგურაცია განსხვავდება, არსებობს პროცედურები, რომლებიც საერთოა ყველა პრინტერისათვის. პრინტერის ინსტალაციამდე მოაცილეთ მას შესაფუთი მასალა. ასევე მოაცილეთ სხვა შესაფუთი ნაწილები, რომლებიც იცავენ პრინტერის მოძრავ ნაწილებს მათი გადაზიდვის დროს. შეინახეთ ორიგინალური შესაფუთი მასალა იმ შემთხვევისთვის, თუ მოგიწევთ პრინტერის დაბრუნება მწარმოებლისთვის საგარანტიო მომსახურების ფარგლებში.

შენიშვნა: პრინტერის კომპიუტერთან შეერთებამდე წაიკითხეთ ინსტალაციის ინსტრუქცია. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა დრაივერის წინასწარ ინსტალაცია, პრინტერის შეერთებამდე.

იმ შემთხვევაში, თუ პრინტერს აქვს USB, FireWire ან პარალელური პორტი, შეაერთეთ იგი კომპიუტერთან შესაბამისი კაბელით. მონაცემთა კაბელის მეორე ბოლო შეაერთეთ კომპიუტერის უკანა მხარეს შესაბამის პორტთან. თუ თქვენ აინსტალირებთ ქსელურ პრინტერს, შეაერთეთ ქსელის კაბელი პრინტერზე არსებულ ქსელის პორტთან.

მონაცემთა კაბელის შეერთების სათანადოდ შემდეგ შეაერთეთ ძალოვანი კაბელი. ძალოვანი კაბელის მეორე ბოლო შეაერთეთ კვების წყაროში. პრინტერისათვის კვების მიწოდებისა და ჩართვის შემდეგ კომპიუტერი ცდილობს მონახოს და დააინსტალიროს მისი შესაბამისი დრაივერი.