ლაზერული პრინტერები

ლაზერული პრინტერი არის მაღალი ხარისხის, სწრაფი პრინტერი, რომელიც იყენებს ლაზერულ სხივს დასაბეჭდი გამოსახულების შესაქმნელად. ლაზერული პრინტერის ცენტრალური ნაწილი არის მისი გრაფიკული დოლურა. დოლურა წარმოადგენს მეტალის ცილინდრს, რომელიც დაფარულია სინათლის მგრძნობიარე საიზოლაციო მასალით. როდესაც ლაზერული სინათლის სხივი ხვდება დოლურას, შეხების ადგილას დოლურა ხდება გამტარი.
დოლურას ბრუნვის შედეგად მასზე იქმნება დასაბეჭდი გამოსახულების ელექტროსტატიკური გამოსახულება. ეს დაუმუშავებელი გამოსახულება გადაეცემა მშრალმელნიანი კარტრიჯის ან ტონერის გასწვრივ. ტონერი გადადის დოლურაზე იმ ადგილებში, სადაც არსებობს ელექტროსტატიკური მუხტი. დოლურა ტრიალებს და გადააქვს მასზე გამოსახული გამოსახულება ქაღალდზე, რომელზეც მიიზიდება მელანი დოლურადან. შემდეგ ქაღალდი გაივლის თერმოფიქსატორის ბლოკის ცხელ ლილვაკებს და მასზე გამოისახება დამდნარი ტონერის საშუალებით გამოსახულება. ამ პროცესის დეტალები აღწერილია შემდეგ გვერდზე.
ლაზერულ პრინტერებს გააჩნიათ შემდეგი უპირატესობანი:
- ერთი გვერდის დაბალი ღირებულება
- მაღალი ბეჭდვის სიჩქარე
- მაღალი მწარმოებლობა
- მშრალი ბეჭდვა
თუმცა გააჩნია გარკვეული ნაკლოვანებები:
- საწყისი მაღალი ღირებულება
- ტონერული კარტრიჯების სიძვირე
- მოითხოვს მაღალი დონის აპარატურულ მხარდაჭერას