ადამიანების უმეტესობას შეუძლიათ აითვისონ ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით საჭირო ტექნიკური ცოდნა, რათა შემდგომში შეძლონ IT ინდუსტრიაში მუშაობის დაწყება. თუმცა, წარმატებულ IT პროფესიონალად ჩამოყალიბებისათვის ტექნიკური ცოდნა საკმარისი არ არის. IT პროფესიონალი ასევე კარგად უნდა იცნობდეს იურიდიულ და ეთიკურ საკითხებს ამ სფეროში. მომხმარებელთვის მომსახურების ცენტრიდან, ოფისიდან ან ტელეფონის გავლით ქოლ ცენტრიდან სამუშაოების გაწევისას სპეციალისტმა უნდა იცოდეს და ისარგებლოს პირადი ინფორმაციისა და კონფიდენციალურობის დაცვის წესებით. თუ შენ იმუშავებ მაგიდის ტექნიკოსად, შენ პირდაპირი შეხება არ გექნება მომხმარებელთან, მაგრამ გექნება წვდომა აპარატურაზე არსებულ პირად და კონფიდენციალურ ინფორმაციაზე. ამ თავში განხილულია ზოგიერთი გავრცელებული სამართლებრივი და ეთიკური საკითხები.