ფაილების გაფართოება და ატრიბუტები

დირექტორიის სტრუქტურაში შემავალი ფაილები, ვინდოუსის სახელდების სტანდარტს ექვემდებარება.
- სიმბოლოების მაქსიმალური დასაშვები რაოდენობაა 255.
- აკრძალულია ადგილის გამოტოვება, დახრილი ხაზები (/ \) და სხვა ამგვარი სიმბოლოები.
- ფაილის სახეობის იდენტიფიცირება ხდება 3 ან 4 სიმბოლოიანი გაფართოების მეშვეობით.
- ფაილების სახელებში მნიშვნელობა არ აქვს სიმბოლოთა რეგისტრს (დიდი და პატარა სიმბოლოები).
ნაგულისხმევად, ფაილების გაფართოებები არ ჩანს. გაფართოების სანახავად აუცილებელია გაითიშოს პარამეტრი Hide extensions for known file types (რეგისტრირებული ფაილის სახეობების გაფართოებების დამალვა)როგორც სურათზეა ნაჩვენები, აღნიშნული პარამეტრი ხელმისაწვდომია მართვის პანელის Folder Options (საქაღალდის პარამეტრები) განყოფილებიდან.
ფაილების გაფართოებების ნახვის მეთოდი:
Control Panel (მართვის პანელი)> Folder Options (საქაღალდის ოფციები)> View (ხედი) > გააუქმეთ მონიშვნა Hide extensions for known file types (რეგისტრირებული ფაილის სახეობების გაფართოებების დამალვა)
ფაილის ხშირად გამოყენებული გაფართოებებია:
- .docx – მაიკროსოფტ ვორდი (2007 და შემდგომი)
- .txt – ASCII ტექსტი მხოლოდ
- .jpg – გრაფიკული ფორმატი
- .pptx – მაიკროსოფტ პაუერპოინტი (პრეზენტაცია)
- .zip – შეკუმშვის ფორმატი
დირექტორიის სტრუქტურაში ინახება თითოეული ფაილის ატრიბუტების ნაკრები, რაც განაპირობებს ფაილის დათვალიერების ან შეცვლის მეთოდებს. ფაილების გავრცელებული ატრიბუტებია:
- R – ფაილი მხოლოდ წაკითხვადია (read-only).
- A – დისკის სარეზერვო ასლის მომზადების შემდეგ ფაილი დაარქივდება.
- S – ფაილი სისტემურია და ფრთხილად უნდა ვიყოთ, თუ მის წაშლას ან შეცვლას მოვისურვებთ.
- H – ფაილი დამალულია და დირექტორიაში არ ჩანს.