განყოფილებები

დისკების მართვის უტილიტით იცვლება პირველადი(ძირითადი) და ლოგიკური განყოფილებების რაოდენობა და ზომა.

განყოფილებების გაფართოება

საბაზისო განყოფილების გაფართოება შესაძლებელია, თუ ის არ არის დაფორმატებული ან დაფორმატებულია NTFS ფაილური სისტემით.  საბაზისო განყოფილების გაფართოების შედეგად იზრდება ლოგიკური განყოფილების ხელმისაწვდომი მოცულობა.

დისკების მართვის უტილიტიდან განყოფილების გაფართოების ნაბიჯებია:

ნაბიჯი 1. გახსენით სასურველი განყოფილების კონტექსტური მენიუ (მარჯვენა ღილაკით ვაჭერთ შესაბამის განყოფილებაზე).

ნაბიჯი 2. დააჭირეთ Extend Volume (ტომის გაფართოება).

ნაბიჯი 3. მიყევით ეკრანზე გამოტანილ ინსტრუქციებს.

განყოფილებების შეკვეცა

სურათზე ნაჩვენებია, რომ დისკების მართვის უტილიტიდან შესაძლებელია თავისუფალი ადგილის მქონე განყოფილების შეკვეცა ან გაყოფა.  თავისუფალი ანუ დაუფორმატებელი ადგილი შეგვიძლია გამოვიყენოთ ახალი განყოფილებების შესაქმნელად.  საბაზისო დისკის შეკვეცის ნაბიჯებია:

ნაბიჯი 1. გახსენით სასურველი განყოფილების კონტექსტური მენიუ.

ნაბიჯი 2. დააჭირეთ Shrink Volume (ტომის შეკვეცა).

ნაბიჯი 3. მიყევით ეკრანზე გამოტანილ ინსტრუქციებს.

თუ გსურთ განყოფილება ორად გაყოთ, თავდაპირველად გამოიყენება Shrink Volume ფუნქცია.  დისკის შეკვეცის შემდეგ განყოფილებაში გაჩნდება დაუფორმატებელი სივრცე.  აღნიშნული სივრცე შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთი ან რამდენიმე განყოფილების შესაქმნელად.  ახალი განყოფილებები აუცილებელია დაფორმატდეს და მიენიჭოს სიმბოლო.