ვინდოუსის რეგისტრი

ვინდოუსის რეგისტრის გასაღებები ჩატვირთვის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. აღნიშნულ გასაღებებს გამორჩეული დასახელებები აქვთ. როგორც სურათზეა ნაჩვენები, დასახელება HKEY_ სიმბოლოთი იწყება. HKEY_-ის მოსდევს სიტყვები და სიმბოლოები, რომლებიც კავშირშია ოპერაციული სისტემის შესაბამის მართულ კომპონენტთან. ვინდოუსის ნებისმიერი პარამეტრი, იქნება ეს ეკრანის ფონი, პიქტოგრამების ფერი თუ პროგრამების ლიცენზიები, ინახება რეგისტრში. როდესაც მომხმარებელს ცვლილებები შეაქვს მართვის პანელში, ცვლის ფაილების ასოციაციებს, სისტემურ პოლიტიკას ან აინსტალირებს პროგრამებს, აღნიშნული ცვლილებები ასევე რეგისტრში ინახება.
თითოეული სამომხმარებლო ანგარიშისთვის გამოყოფილია რეგისტრის გარკვეული ნაწილი. ვინდოუსში შესვლის შემდეგ რეგისტრიდან იტვირთება სისტემური პარამეტრები და სისტემა ინდივიდუალური სამომხმარებლო ანგარიშის შესაბამისად კონფიგურირდება.
რეგისტრში ასევე ინახება ინფორმაცია Dynamic Link Library (DLL, დინამიურად დაკავშირებული ბიბლიოთეკები) ტიპის ფაილების ადგილმდებარეობის შესახებ. DLL ფაილი შეიცავს პროგრამულ კოდს, რომელსაც სხვადასხვა პროგრამები გავრცელებული ფუნქციების შესასრულებლად იყენებენ. აღნიშნული ფაილები უაღრესად მნიშვნელოვანია ოპერაციული სისტემისა და მომხმარებლის მიერ დაინსტალირებული ნებისმიერი პროგრამის ფუნქციონირებისთვის.
DLL ფაილს ოპერაციული სისტემა ან პროგრამა ვერ მოძებნის, თუ ის რეგისტრირებული არ არის. როგორც წესი, ინსტალაციის პროცესში რეგისტრაცია ავტომატურად ხდება. ამასთანავე, მომხმარებელს შეიძლება დასჭირდეს DLL ფაილის ხელით რეგისტრაცია, თუ რაიმე პრობლემა წარმოიქმნა. DLL-ის რეგისტრაცია ფაქტობრივად ქმნის ფაილთან მისასვლელ გზას, რაც პროგრამას საჭირო ფაილების ადგილმდებარეობის დადგენას უადვილებს.
ვინდოუს 8.0-სა და 8.1-ში ბრძანებების სტრიქონიდან DLL-ფაილის რეგისტრაციის მეთოდია:
მიიტანეთ კურსორი ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში > წარმოჩინდება Charms (ჯადოსნური-ღილაკები) პანელი> დააჭირეთ Search (ძებნა) და აკრიფეთ Command > დააჭირეთ Command Prompt-ს (ბრძანებათა სტრიქონი) > აკრიფეთ regsvr32ფაილის_სახელი.dll
ვინდოუს 7-სა და ვისტაში ბრძანებების სტრიქონიდან DLL-ფაილის რეგისტრაციის მეთოდი:
გავააქტიუროთ Start (დაწყება) მენიუ > აკრიფეთ Command Search Programs and Files (პროგრამებისა და ფაილების ძებნა) მენიუში > აკრიფეთ regsvr32ფაილის_სახელი.dll
შენიშვნა: DLL-ფაილის სახელწოდებაში აუცილებელია შედიოდეს ფაილის ზუსტი მისამართი. მაგალითად, C:\Windows\System32\wuapi.dll.