ჩატვირთვის რეჟიმები

ჩატვირთვის რეჟიმები
ვინდოუსის ჩატვირთვას ხელს უშლის რამდენიმე პრობლემა. ამგვარი პრობლემების აღმოჩენას და აღმოფხვრას ემსახურება ვინდოუსის ჩატვირთვის რამდენიმე რეჟიმი.
როგორც სურათზე ჩანს, თუ კომპიუტერის ჩატვირთვისას F8 კლავიშს დააჭერთ, გამოჩნდება Windows Advanced Boot Options მენიუ. აქედან შესაძლებელია ვინდოუსის ჩატვირთვის რეჟიმის არჩევა. ჩატვირთვის ოთხი ყველაზე გავრცელებული რეჟიმია:
- უსაფრთხო რეჟიმი (Safe Mode) – ეს სადიაგნოსტიკო რეჟიმი გამოიყენება ვინდოუსის და მისი ჩატვირთვის პრობლემების დადგენა/აღმოფხვრისთვის. ფუნქციები შეზღუდულია, ვინაიდან ბევრი მოწყობილობის დრაივერი არ იტვირთება.
- უსაფრთხო რეჟიმი ქსელთან ერთად (Safe Mode with Networking) – ვინდოუსი უსაფრთხო რეჟიმში იტვირთება ქსელის მხარდაჭერით
- უსაფრთხო რეჟიმი ბრძანებათა სტრიქონით (Safe Mode with Command Prompt) – ვინდოუსი იტვირთება ბრძანებების სტრიქონით გრაფიკული ინტერფეისის ნაცვლად.
- ბოლო ცნობილი გამართული კონფიგურაცია (Last Known Good Configuration) – იტვირთება კონფიგურაციის პარამეტრები, რომლითაც ვინდოუსი უკანასკნელად ჩაიტვირთა წარმატებით. ამისთვის გამოიყენება სპეციალურად შექმნილი რეგისტრის ასლი.
შენიშვნა: ბოლო ცნობილი გამართული კონფიგურაცია არ გამოდგება, თუ მას მტყუნებისთანავე არ გამოვიყენებთ. თუ კომპიუტერის გადატვირთვის შემდეგ ვინდოუსის გახსნა მოხერხდება, რეგისტრი შესაძლოა განახლდეს არასწორი ინფორმაციით.