დისკის კლონირება

ოპერაციული სისტემის თითოეულ კომპიუტერზე დაინსტალირებას დრო სჭირდება.  წარმოიდგინეთ, რამდენ ხანს მოუნდებით ოპერაციული სისტემის დაინსტალირებას მრავალ კომპიუტერზე სათითაოდ.  საქმის გასამარტივებლად ადმინისტრატორები არჩევენ ერთ საბაზისო კომპიუტერს და ჩვეულებრივად ახორციელებენ ოპერაციულ სისტემის ინსტალაციას.  საბაზისო კომპიუტერზე ოპერაციული სისტემის დაინსტალირების შემდეგ გამოიყენება სპეციალური პროგრამა, რომელსაც ინფორმაცია სექტორ-სექტორ გადააქვს ამ კომპიუტერის დისკიდან სხვა დისკზე.  ეს ახალი დისკი, როგორც წესი, გარე მოწყობილობაა და ოპერაციული სისტემის სრულ ვერსიას ინახავს. მოგვიანებით იგივე დისკიდან ახლიდან ინსტალირდება საბაზისო ოპერაციული სისტემა.  ვინაიდან სამიზნე და ორიგინალური დისკების შემცველობა სექტორ-სექტორ ემთხვევა, სამიზნე დისკი რეალურად ორიგინალური დისკის ასლია.

თუ საბაზისო ინსტალაციისას შემთხვევით გაიპარა არასასურველი პარამეტრი, ადმინისტრატორი იყენებს მაიკროსოფტის System Preparation (sysprep, სისტემის მომზადების გარემო) უტილიტას და მისი დახმარებით ქმნის საბოლოო იმიჯს (ასლს).  Sysprep-ის მეშვეობით შესაძლებელია ერთი ოპერაციული სისტემის დაინსტალირება და კონფიგურირება მრავალ კომპიუტერზე.  Sysprep ოპერაციულ სისტემას ამზადებს სხვადასხვა აპარატურული კონფიგურაციისთვის.  ტექნიკოსი ამ უტილიტას დახმარებით სწრაფად აინსტალირებს ოპერაციულ სისტემას, გადის კონფიგურაციის უკანასკნელ ეტაპებს და აინსტალირებს პროგრამებს.

პირველ სურათზე ნაჩვენებია ვინდოუს 8.1-ისა და ვინდოუს 8-ის Sysprep-ი.  მე-2 სურათზე ნაჩვენებია ვინდოუს 7-ისა და ვინდოუს ვისტას Sysprep-ი.