მინიმალური აპარატურული მოთხოვნები და ოპერაციული სისტემის პლატფორმასთან თავსებადობა

ოპერაციულ სისტემებს გააჩნია მინიმალური აპარატურული მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია ამ სისტემის დაინსტალირებისა და გამართულად ფუნქციონირებისთვის.
დაადგინეთ, რა აპარატურა აქვს მომხმარებელს. თუ ოპერაციული სისტემის მინიმალური აპარატურული მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის საჭიროა ტექნიკის განახლება, ჩაატარეთ ფასების ანალიზი და შეარჩიეთ მოქმედების საუკეთესო სტრატეგია. ზოგიერთ შემთხვევაში მომხმარებელს ახალი კომპიუტერის შეძენა უფრო იაფი უჯდება, ვიდრე არსებული სისტემის განახლება. სხვა შემთხვევებში, შესაძლოა ეფექტური გამოდგეს შემდეგი კომპონენტების განახლება:
- ოპერატიული მეხსიერების მოდული (RAM)
- მყარი დისკი (HDD)
- ცენტრალური პროცესორი (CPU)
- ვიდეო ადაპტერი
- დედაპლატა
შენიშვნა: თუ კონკრეტული პროგრამის აპარატურული მოთხოვნები ოპერაციული სისტემის მოთხოვნებს აღემატება, პროგრამის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია ამ დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
როდესაც დაადგენთ მინიმალურ აპარატურულ მოთხოვნებს დარწმუნდით, რომ კომპიუტერის ყველა აპარატურული ნაწილი თავსებადია თქვენს მიერ მომხმარებლისთვის შერჩეულ ოპერაციულ სისტემასთან.
მაიკროსოფტის თავსებადობის ცენტრი (Microsoft Compatibility Center)
კომპანია მაიკროსოფტს გააჩნია ინტერაქტიული ვინდოუსის თავსებადობის ცენტრის (Windows Compatibility Centre) მხარდაჭერა, რომლის მეშვეობითაც ტექნიკოსი ამოწმებს პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფის თავსებადობას, როგორც ეს ნაჩვენებია სურათზე. მოცემულ გარემოში წარმოდგენილია აპარატურის დეტალური ჩამონათვალი, რომელიც შემოწმებულია და დანამდვილებით მუშაობს ვინდოუსთან. თუ მომხმარებლის აპარატურის ნაწილი სიაში არ არის, მაშინ შეიძლება საჭირო გახდეს ამ კომპონენტის განახლება.
დააჭირეთ აქ მაიკროსოფტის თავსებადობის ცენტრის (Microsoft Compatibility Center) მოსანახულებლად.
შედეგების გვერდზე აირჩიეთ თქვენი პროდუქტი, გაეცანით დეტალურ ინფორმაციას და იხილეთ ვინდოუსთან თავსებადობის სტატუსი. ‘Compatibility status for'(თავსებადობის სტატუსი) გვერდზე ჩამოსაშლელი მენიუა, სადაც შეგიძლიათ აირჩიოთ და იხილოთ თავსებადობის სტატუსი ვინდოუსის კონკრეტული ვერსიისთვის.