ქსელური ოპერაციული სისტემები

ქსელური ოპერაციული სისტემა(network operating system, NOS) შეიცავს დამატებით კომპონენტებს, რომელთა მეშვეობით გაზრდილია ფუნქციონალური შესაძლებლობები და მართვადობის ხარისხი ქსელურ გარემოში. ქსელური ოპერაციული სისტემის (NOS) დამახასიათებელი თავისებურებებია:
- მხარს უჭერს მრავალ მომხმარებელს.
- უშვებს მრავალმომხმარებლიან პროგრამებს.
- გაზრდილია უსაფრთხოება სამაგიდო ოპერაციულ სისტემებთან შედარებით.
NOS უზრუნველყოფს კომპიუტერების წვდომას გარკვეულ ქსელურ რესურსებთან, როგორიცაა:
- სერვერული პროგრამები, როგორიც არის საერთო გამოყენების მონაცემთა ბაზები
- მონაცემთა ცენტრალიზებული შენახვა
- მომხმარებლის ანგარიშებისა და ქსელური რესურსების ცენტრალიზებული საცავი
- ქსელური ბეჭდვის რიგი
- დამატებითი შენახვის სისტემები, როგორებიც არის RAID და სარეზერვო ასლები
ქსელური ოპერაციული სისტემის(NOS) მაგალითია ვინდოუს სერვერი (Windows Server).