პროცესორის არქიტექტურა

ცენტრალური პროცესორის (CPU) არქიტექტურა აისახება კომპიუტერის წარმადობაზე.  ცენტრალური პროცესორი შეიცავს რეგისტრებს ანუ მეხსიერებას, სადაც სრულდება ლოგიკური ოპერაციები მონაცემებზე. უფრო დიდი ზომის რეგისტრი შეიძლება მიმართავდეს მეხსიერების მეტ მისამართს პატარა რეგისტრთან შედარებით.

CPU-ის არქიტექტურის უკეთ გასაგებად მოვიყვანთ მზარეულის მაგალითს.   წარმოიდგინეთ მზარეული, რომელსაც ხელთ აქვს აღჭურვილობა და გარკვეული პროდუქტი. ასევე წარმოვიდგინოთ, რომ მისი ხელები რეგისტრებია. თუ მზარეულს ძალიან დიდი ხელები აქვს, მეტ პროდუქტს დაიჭერს, რომელიც შეიძლება მყისიერად დასჭირდეს.  მთვლელში (ქეშ-მეხსიერებაში) ინახება სხვა იარაღები და ინგრედიენტები, რომლებსაც მზარეული ამ წუთას არ იყენებს, მაგრამ მალე დასჭირდება. სამზარეულოში (ოპერატიულ მეხსიერებაში) ინახება კერძისთვის საჭირო ინგრედიენტები და იარაღები, მაგრამ ისინი ისე მალე არ გახდებიან საჭირონი, როგორც მთვლელში შენახული. სხვა იარაღები და ინგრედიენტები ინახება ქალაქის მაღაზიებში (მყარ დისკზე). ჩამოთვლილი იარაღები და ინგრედიენტები საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია გადავიტანოთ სამზარეულოში.

კომპიუტერის ცენტრალურ პროცესორს (CPU-ს) შეუძლია 32-ბიტიანი და 64-ბიტიანი მონაცემების დამუშავება. 32-ბიტიან რეგისტრში ინახება 2^32 კომბინაციის ორობითი რიცხვი.  შესაბამისად, 32-ბიტიან პროცესორს შეუძლია 4,294,967,295 ბაიტის დამისამართება. 64-ბიტიან რეგისტრში ინახება 2^64 კომბინაციის ორობითი რიცხვი. აქედან გამომდინარე, 64-ბიტიან პროცესორს შეუძლია დაამისამართოს 9,223,372,036,854,775,807 ბაიტი.

სურათზე ნაჩვენებია 32 და 64-ბიტიანი არქიტექტურების ძირითადი განსხვავებები.