მყარი დისკის განახლება

დიდი ინფორმაციის შენახვის და მისი სწრაფქმედების გაზრდის მიზნით ახალი კომპიუტერის შეძენის ნაცვლად შეიძლება უბრალოდ არსებულ სისტემაში დავამატოთ ახალი მყარი დისკი. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ღირს დამატებითი დისკის დაყენება, რომლებიც ჩამოთვლილია ნახაზზე.
კომპიუტერისათვის შესაბამისი მყარი დისკის შერჩევის შემდეგ გაითვალისწინეთ ეს ძირითადი მითითებები:
ნაბიჯი 1. ჩასვით მყარი დისკი სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ცარიელ ბუდეში და დაამაგრეთ სათანადო ხრახნებით ამ ბუდის კიდეებზე.
ნაბიჯი 2. დისკი შეაერთეთ დედადაფასთან სწორად შერჩეული კაბელებით.
ნაბიჯი 3. მიაერთეთ კვების კაბელი დისკთან.