მეხსიერების განახლება

ოპერატიული მეხსიერების მოცულობის გაზრდა თითქმის ყოველთვის აუმჯობესებს სისტემის მწარმოებლობას. ოპ. მეხსიერების მოცულობის გაზრდამდე ან მის შეცვლამდე უპასუხეთ ნახაზზე ჩამოთვლილ შემდეგ კითხვებს:

შენიშვნა:ოპერატიული მეხსიერება ხშირად ინსტალირდება დედადაფის სპეციფიური თავისებურებების გათვალისწინებით. ამისათვის გადაამოწმეთ დედადაფის დოკუმენტაცია, რათა მიიღოთ სრული ინფორმაცია.

დედადაფაზე ოპერატიული მეხსიერების განახლებისათვის მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:

ნაბიჯი 1. გაწიეთ დამჭერი კლიპები და ამოიღეთ არსებული მეხსიერების ჩიპები სლოტიდან,

ნაბიჯი 2. ამოიღეთ ძველი მეხსიერების მოდული სლოტიდან.

ნაბიჯი 3. ჩასვით ახალი მეხსიერების მოდული სლოტში.

ნაბიჯი 4. ჩაკეტეთ იგი სლოტში სპეციალური ჩამკეტებით.

სისტემა აღმოაჩენს ახლად დაყენებული მეხსიერების მოდულს, თუ ის არის თავსებადი და დაინსტალირებული სწორად. იმ შემთხვევაში, თუ ბიოსი ვერ აღმოაჩენს ახალი მეხსიერების მოცულობის ზუსტ რაოდენობას, დარწმუნდით, რომ ის თავსებადია მოცემულ დედადაფასთან და რომ ის სწორადაა ინსტალირებული.