დედადაფის კომპონენტთა განახლება

კომპიუტერული სისტემები საჭიროებენ პერიოდულ განახლებას, სხვადასხვა მიზეზის გამო:

  • მომხმარებლის მოთხოვნათა ცვლილება
  • განახლებული პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტები მოითხოვენ ახალ აპარატურას.
  • მუდმივად ხდება აპარატურის სრულყოფა.

ეს ცვლილებები მოითხოვს კომპიუტერული აპარატურის ან პერიფერიული მოწყობილობების განახლებას. გამოიკვლიეთ ეფექტურობა და ღირებულება, როგორც განახლების, ასევე შეცვლის.

თუ განაახლებთ ან შეცვლით დედადაფას, მაშინ შესაძლებელია ასევე მოგიწიოთ შეცვალოთ სხვა კომპონენტებიც, როგორიცაა პროცესორი, ოპ. მეხსიერება, ქულერი. ახალი დედადაფა უნდა შეესაბამებოდეს ძველი კომპიუტერის კორპუსს და კვების ბლოკიც უნდა აკმაყოფილებდეს მის მოთხოვნებს.

დედადაფის განახლებისას დაიწყეთ განახლება პროცესორისა და ქულერის გადატანით ახალ დედადაფაზე, თუ აპირებთ მათ შემდგომ გამოყენებას. ამ დეტალებთან მუშაობა გაცილებით იოლია კორპუსის გარეთ. იმუშავეთ ანტისტატიკურ ხალიჩაზე და გაიკეთეთ მაჯაზე ანტისტატიკური სახელური ან ხელთათმანები, რათა თავიდან აიცილოთ პროცესორის დაზიანება. თუ ახალ დედადაფას ესაჭიროება ახალი პროცესორი და ოპ. მეხსიერება, დააინსტალირეთ ისინი დედადაფაზე. გაასუფთავეთ თერმოპასტა პროცესორისა და ქულერის ზედაპირიდან. დაიმახსოვრეთ: თავიდან წაუსვით თერმოპასტა პროცესორსა და ქულერის ზედაპირზე.

ბევრი ძველი ტიპის დედადაფაზე გვხვდება გადამრთველები, რომელთა კომბინაციითაც იცვლება დედადაფის პარამეტრები. თუმცა ახალ დედადაფებს იშვიათად აქვთ გადამრთველები. თანამედროვე ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, მოვახდინოთ პარამეტრთა კონფიგურაცია ბიოსის ან უეფი-ს მეშვეობით.

CMOS ბატარეის უნდა შეიცვალოს რამდენიმე წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, თუ კომპიუტერი არ ინახავს დროით პარამეტრებს და ასევე კარგავს სხვადასხვა პარამეტრებს ბიოსში კომპიუტერის გამორთვის შემდეგ, დიდი ალბათობით ბატარეა შესაცვლელია. დარწმუნდით, რომ ახალი ბატარეის მოდელი შეესაბამება დედადაფას.

CMOS ბატარეის დაინსტალირებისათვის მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:

ნაბიჯი 1. ფრთხილად გადაწიეთ მეტალის კლიპი ბატარეის ბუდიდან და ამოიღეთ ძველი ბატარეა.

ნაბიჯი 2. დადებითი და უარყოფითი ბოლოები ჩასვით სწორი ორიენტაციით.