UEFI ბიოსის სეტაპის გაფართოებული რეჟიმი (UEFI Advanced Mode)
ასუსის ბრენდის გაფართოებული რეჟიმის მთავარი ეკრანი ჩნდება, როდესაც შეხვალთ მის გაფართოებული რეჟიმის მენიუში. როგორც ნახაზ 1-ზეა ნაჩვენები, ამ რეჟიმში ხდება უეფი-ს გაფართოებული პარამეტრების კონფიგურირება.
შენიშვნა; EZ რეჟიმში დასაბრუნებლად დააჭირეთ F7 კლავიშს.
მენიუს ეკრანის ზედა მხარეს ნახავთ შემდეგ ოფციებს:
- ჩემი რჩეული (My Favorites) -(ნახაზი 2) გამოიყენება განსაკუთრებით ხშირად გამოყენებად პარამეტრებთან წვდომისათვის. დააჭირეთ F3 ან დააჭირეთ ჩემი რჩეული (F3) რათა გახსნათ რჩეული სეტაპის ხის რუკის ეკრანი ნახაზ 3-ზე.
- მთავარი (Main) – (ნახაზი 4) გვაჩვენებს ინფორმაციას კომპიუტერის შესახებ და ცვლის ბაზურ კონფიგურაციას. იგი საშუალებას გვაძლევს დავაყენოთ თარიღი, ენის პარამეტრები და უსაფრთხოების ოფციები.
- გაფართოებული რეჟიმის შურდულის ეკრანი (Ai Tweaker) -(ნახაზი 5) გამოიყენება პროცესორის ოვერქლოქინგისა და ოპერატიული მეხსიერების პარამეტრების შესაცვლელად. ამ პარამეტრების შეცვლისას ყოველთვის გამოიჩინეთ სიფრთხილე. არასწორი პარამეტრების დაყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემის არამდგრადი ფუნქციონირება.
- გაფართოებული (Advanced) -(ნახაზი 6) გამოიყენება პროცესორის და სხვა მოწყობილობების პარამეტრების შესაცვლელად. ამ პარამეტრების შეცვლისას ყოველთვის გამოიჩინეთ სიფრთხილე. არასწორი პარამეტრების დაყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისტემის არამდგრადი ფუნქციონირება.
- მონიტორი (Monitor) -(ნახაზი 7) აჩვენებს ტემპერატურებს, სისტემის ძალოვან სტატუსს და ცვლის ქულერების სიჩქარეებს.
- ჩატვირთვა (Boot) -(ნახაზი 8) გამოიყენება ჩატვირთვის პარამეტრების შესაცვლელად.
- ინსტრუმენტები (Tool) -(ნახაზი 9) გამოიყენება სპეციალური ფუნქციების დასაკონფიგურირებლად.
- გამოსვლა (Exit) -(ნახაზი 10) იძლევა უეფის რეჟიმიდან გამოსვლის და ნაგულისხმები პარამეტრების ჩატვირთვის საშუალებას.









