UEFI EZ რეჟიმი

თანამედროვე კომპიუტერებში ბიოს-ის ინტერფეისი შეცვალა UEFI-მ. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მწარმოებლის მიერ დაწერილი UEF სეტაპის პროგრამა განსხვავდება ერთმანეთისაგან, ძირითადად ისინი გვთავაზობენ მსგავს პარამეტრებს.

ნახაზზე გამოსახულია ASUS UEFI BIOS უტილიტა EZ რეჟიმში. ჩვეულებრივ, EZ რეჟიმის ეკრანი ჩნდება, როდესაც შევდივართ UEFI-ში. ეს რეჟიმი მიმოიხილავს ინფორმაციას სისტემის ბაზური ინფორმაციის შესახებ, გვაჩვენებს დედადაფისა და პროცესორის ტემპერატურებს, პროცესორის ვოლტაჟს, ქულერთა სიჩქარეებს, ინფორმაციას ოპერატიული მეხსიერების და სატა პორტების შესახებ.

სპეციფიურად, UEFI EZ რეჟიმიდან თქვენ შეგიძლიათ:

  • შეცვალოთ დრო და თარიღი
  • აირჩიოთ პროგრამის ენა
  • გამოიყენოთ ამ რეჟიმის ტუნინგ გზამკვლევი რაიდ-მასივის შესაქმნელად ან პროცესორის ოვერქლოქინგის განსასაზღვრად.
  • EZ სისტემის ტუნინგის გამოყენება შეიძლება სისტემის მწარმოებლობის რეჟიმის დასაყენებლად.
  • სატა რაიდ (SATA RAID) რეჟიმის ჩართვა-გამორთვა.
  • აირჩიეთ ჩატვირთვის მოწყობილობათა პრიორიტეტები

გაფართოებული რეჟიმი საშუალებას გვაძლევს დავაკონფიგურიროთ და ვმართოთ უეფის გაფართოებული პარამეტრები. EZ რეჟიმსა დაგაფართოებულ რეჟიმს შორის გადართვა ხდება F7 კლავიშით.