BIOS-ის აპარატურული დიაგნოსტიკა და მონიტორინგი
ბიოს-ის აპარატურული მონიტორინგის ფუნქცია საშუალებას იძლევა მივიღოთ ინფორმაცია დედადაფის აქტივობისა იმ აპარატურის მუშაობის შესახებ, რომლებიც კავშირში არიან დედადაფასთან. მონიტორინგის ტიპი და ფუნქციები იცვლება დედაპლატის მოდელთან ერთად. გამოიყენეთ აპარატურის მონიტორინგის გვერდი, რათა ნახოთ ინფორმაცია ტემპერატურის, ფან-კონტროლერის სიჩქარის, ვოლტაჟისა და სხვა მახასიათებლების შესახებ. ამავე გვერდზე ასევე შეიძლება ვნახოთ ინფორმაცია სისტემაში არალეგიტიმური შეღწევის შესახებ.
აქ ჩამოთვლილია BIOS-ის ტექნიკური დიაგნოსტიკისა და მონიტორინგის რამდენიმე ძირითადი მახასიათებელი:
- ტემპერატურა (Temperatures)დედადაფას აქვს სითბური სენსორები, რათა მოახდინოს მონიტორინგი სითბოს მგრძნობიარე აპარატურისა. მაგალითად, სითბოს სენსორი, რომელიც განთავსებულია CPU ბუდის ქვეშ, გვაწვდის ინფორმაციას პროცესორის ტემპერატურის შესახებ. პროცესორის გადახურებისას ბიოსს შეუძლია ააჩქაროს ქულერის ბრუნვათა რიცხვი, შეამციროს პროცესორის სიხშირე ან საერთოდ გამორთოს კომპიუტერი მისთვის ზიანის ასაცილებლად. სხვა სითბური სენსორები ზომავენ ტემპერატურას კორპუსის შიგნით და კვების ბლოკში. გარდა ამისა, სითბური სენსორები მონიტორინგს უტარებენ მეხსიერების მოდულებს ან ჩიპსეტს.
- ქულერის სიჩქარე (Fan Speeds) – ზოგიერთი ბიოსი საშუალებას გვაძლევს ჩვენ თვითონ შევქმნათ შესაბამისი კონფიგურაციის პროფილები ქულერის სიჩქარის განსასაზღვრად სპეციფიური შედეგის მისაღწევად. საერთო ქულერის სიჩქარის პროფილები აღწერილია ნახაზ 1-ზე.
- ვოლტაჟი (Voltages) – ბიოსი საშუალებას იძლევა მოვახდინოთ პროცესორის ვოლტაჟის მონიტორინგი სპეციალური ძაბვის რეგულატორების საშუალებით, რომლებიც განლაგებულია დედაპლატაზე ისე, როგორც ნაჩვენებია ნახაზზე 2. თუ ძაბვები ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალია, კომპიუტერული კომპონენტები შეიძლება დაზიანდეს. თუ აღმოაჩენთ, რომ ვოლტაჟი არ ჯდება შესაბამის ნორმებში, შეამოწმეთ კვების ბლოკის ფუნქციონირება. თუ კვების ბლოკი არ აწვდის დედადაფას ნორმალურ ვოლტაჟს, შესაძლებელია დაზიანებული იყოს ძაბვის რეგულატორები. ამ შემთხვევაში შეიძლება მოგვიხდეს დედადაფის შეკეთება ან გამოცვლა.
- საათი და სალტის სიჩქარეზე (Clock and Bus Speeds) – ზოგიერთი ბიოსი იძლევა საშუალებას მონიტორინგი ჩაუტარდეს პროცესორის სიხშირეს, როგორც ნაჩვენებია ნახაზ 3-ზე. ზოგიერთი BIOS-ის სეტაპი ასევე იძლევა საშუალებას, მონიტორინგი ჩაუტარდეს სალტეების სიხშირეებსაც. შეიძლება დაგჭირდეთ განსაზღვროთ, ბიოსის მიერ ავტომატურადაა განსაზღვრული პროცესორის პარამეტრები თუ მომხმარებლის ან კომპიუტერის ამწყობის მიერაა დაკონფიგურირებული. სალტის სიხშირის არასწორი პარამეტრების შეტანამ შეიძლება გამოიწვიოს პროცესორის გადახურება ან რომელიმე სხვა ადაპტერის და ოპერატიული მეხსიერების არასათანადო ფუნქციონირება.
- არალეგიტიმური შეღწევის გამოვლენაზოგიერთი კომპიუტერის კორპუსს აქვს სპეციალური გადამრთველი, რომელიც იცვლის მდგომარეობას კორპუსის გახსნის შემთხვევაში. შეიძლება დაყენდეს ბიოსში ოფცია, რომელიც გამოავლენს ამ გადართვის მომენტს და მისცემს საშუალებას მფლობელს, გაიგოს, იყო თუ არა კორპუსი გახსნილი. ეს გადამრთველი დაკავშირებულია დედადაფასთან.
- ინტეგრირებული დიაგნოსტიკა (Built-in Diagnostics) – თუ შეამჩნიეთ რაიმე პრობლემა, დაკავშირებული კომპიუტერის ბაზურ ფუნქციონირებასთან, როგორიცაა ტემპერატურული გადახურება და ვოლტაჟის კონტროლი, შეგიძლიათ გაუშვათ ე.წ. ინტეგრირებული დიაგნოსტიკის ტესტი ამ პრობლემის მიზეზის გამოსავლენად. ხშირად ეს ტესტი საშუალებას იძლევა მივიღოთ კონკრეტული მტყუნების აღწერა და კოდი, რაც საშუალებას გვაძლევს აღმოფხვრათ შექმნილი პრობლემა. ძირითადი დიაგნოსტიკური პარამეტრები გამოსახულია ნახაზ 4-ზე. ბევრი ინტეგრირებული დიაგნოსტიკური პროგრამა ქმნის სპეციალურ ლოგს,რომელშიც ჩაწერილია ინფორმაცია წარმოქმნილი პრობლემების შესახებ. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს ინფორმაცია, რათა გამოვიძიოთ მტყუნებათა მიზეზები. როდესაც მოწყობილობა გარანტიის ქვეშაა, თქვენ შეგიძლიათ გადასცეთ ეს ინფორმაცია პროდუქტის მხარდაჭერის ჯგუფს.



