ბიოს-ის კონფიგურაცია

ბიოსის სეტაპის კიდევ ერთი ფუნქციაა განსაზღვროს კომპიუტერული აპარატურის სპეციფიკური თავისებურებანი და მოარგოს ისინი გარკვეულ ინდივიდუალურ მოთხოვნებს. ეს სპეციფიკაციები გარკვეულწილად განისაზღვრება ბიოსის მწარმოებლისა და მისი ვერსიის მიხედვით. ბიოსში ცვლილებების შეტანამდე საჭიროა შევიქმნათ წარმოდგენა, თუ რა ეფექტს მოახდენს ეს კომპიუტერის ქმედებებზე. არასწორი პარამეტრების შეტანამ შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი ეფექტი.

BIOS კონფიგურაციის მთავარი პარამეტრები მოიცავს:

  • დრო და თარიღი (Time and Date)როგორც ნაჩვენებია ნახაზზე 1, ბიოსს მთავარ გვერდზე აქვს სისტემური თარიღისა და დროის განსაზღვრის ველი.
  • მოწყობილობების გამორთვა (Disable Devices) ბიოსი საშუალებას გვაძლევს, გამოვრთოთ ის მოწყობილობები, რომლებსაც კომპიუტერი არ იყენებს მუშაობისას, როგორც ეს ნაჩვენებია სურათ 2-ზე.
  • ჩატვირთვის ბრძანებები (Boot Order) POST რეჟიმის დასრულების შემდეგ ბიოსი ახორციელებს ოპერაციული სისტემის ჩატვირთვის მცდელობას. ამისათვის ბიოსი მიმართავს იმ მოწყობილობას, რომელიც ჩატვირთვათა სიაში პირველ ადგილზეა. ჩატვირთვის ბრძანებათა სია ან ჩატვირთვათა თანმიმდევრობა განსაზღვრავს იმ მოწყობილობათა მიმდევრობას, რომელთაგანაც შეიძლება მოხდეს ოპერაციული სისტემის ჩატვირთვა. თუ მოწყობილობას არ გააჩნია ჩამტვირთავი დანაყოფი, კომპიუტერი ამოწმებს შემდეგ მოწყობილობას სიაში. როდესაც მოწყობილობა ჩამტვირთავი დანაყოფით ნაპოვნია, BIOS ამოწმებს დაყენებულ ოპერაციულ სისტემას. ეს სია, როგორც წესი, მდებარეობს ბიოსის Boot tab ოფციაში, როგორც ნაჩვენებია ნახაზზე 3. თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ჩატვირთვა ოპტიკური მოწყობილობიდან, ჰარდ დისკიდან ან ქსელის ბარათიდან, ასევე უსბ ფლეშ მეხსიერებიდან.
  • პროცესორის სიხშირე (Clock Speed)ზოგიერთი BIOS setup პროგრამები საშუალებასგვაძლევს შევცვალოთ პროცესორის სიხშირე,როგორც ნაჩვენებია ნახაზზე 4. პროცესორის სიხშირის შემცირება ანელებს კომპიუტერისა და ფან-კონტროლერის მუშაობას და მას ეწოდება underclocking. შესაბამისად, ეს ამცირებს ქულერის ხმაურს კომპიუტერის სახლის თეატრის მიზნით გამოყენებისას ან მისი საწოლ ოთახში ყოფნისას. სიხშირის გაზრდა კი პირიქით, ზრდის მუშაობის სისწრაფეს, მაგრამ ამასთანავე ზრდის მის ტემპერატურას და ხმაურის დონეს.
  • ვირტუალიზაცია (Virtualization)ვირტუალიზაციის ტექნოლოგია საშუალებას აძლევს კომპიუტერს ჩატვირთოს სხვადასხვა ოპერაციული სისტემა ცალკე ფაილურ დანაყოფზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომპიუტერული ვირტუალიზაციის პროგრამას შეუძლია მოახდინოს ემულაცია მთელი კომპიუტერული სისტემის მახასიათებლებისა, მათ შორის BIOS, ოპერაციული სისტემის და პროგრამების. ჩართეთ ბიოსში ვირტუალიზაციის ოფცია კომპიუტერისათვის, რომელიც გამოიყენებს ვირტუალიზაციის ტექნოლოგიას ისე, როგორც ნაჩვენებია ნახაზზე 5.

ნახაზ 6-ზე მოცემული ცხრილი გვთავაზობს ბიოს-ის პარამეტრთა შეთავაზებებს.