ინფორმაცია BIOS-ის კომპონენტებზე

ტექნიკოსს შეუძლია გამოიყენოს BIOS ინფორმაცია, რათა დაადგინოს, რა კომპონენტებია დამონტაჟებული კომპიუტერში და გაარკვიოს მათი ზოგიერთი ატრიბუტი. ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს სასარგებლო, როდესაც იქმნება აპარატურული პრობლემა, მისი აღმოფხვრის მიზნით ან მისი განახლებისას. არსებობს გარკვეული ძირითადი ინფორმაცია ბიოს-ის კომპონენტებთან დაკავშირებით:

  • ცენტრალური პროცესორი (CPU) – აჩვენებს CPU მწარმოებელს და სიშირეს. ასევე ნაჩვენებია დაინსტალირებული პროცესორების რიცხვი.
  • RAM(ოპერატიული მეხსიერება) – აჩვენებს ოპ. მეხსიერების მწარმოებელს და სიხშირეს. ასევე აჩვენებს მეხსიერების სლოტების  რაოდენობას და ასევე მათ შორის დაკავებულების რიცხვსაც.
  • მყარი დისკი (Hard Drive) – აჩვენებს მყარი დისკის მწარმოებელს, ზომას და ტიპს. ასევე შეიძლება ნაჩვენები იყოს ჰარდ დისკის კონტროლერთა ტიპი და რაოდენობა.
  • ოპტიკური დისკ ამძრავები (Optical Drive) – აჩვენებს ოპტიკური დისკების მწარმოებელს და ტიპს.