ბიოსის სეტაპის პროგრამა

გაწერილი ბიოს-ის პარამეტრების შეცვლა საჭირო ხდება, თუ სისტემაში ვამატებთ ან ვცვლით მეხსიერებას, მყარ დისკს ან სხვადასხვა ადაპტერს. ამ პარამეტრების შესაცვლელად გამოიყენება ბიოს-ის სეტაპის პროგრამა.

ბიოს-ში შესასვლელად კომპიუტერის ჩართვისას, POST-ის მსვლელობისას უნდა დააჭიროთ შესაბამის კლავიშას კლავიატურაზე. ძირითადად ბიოს -ში შესასვლელად გამოიყენება DEL კლავიში ან რომელიმე ფუნქციონალური ღილაკი, რომლებიც იცვლება მწარმოებლის მიხედვით. მაგალითად, ასუს-ის ფირმის დედადაფები ბიოს -ში შესასვლელად იყენებენ DEL  ან F2 კლავიშს.

შენიშვნა: ამ კლავიშების შესახებ შეიძლება მოვიძიოთ ინფორმაცია დედადაფის დოკუმენტაციაში.

ბევრი დედადაფა რთავს გრაფიკას, ე.წ. მისალმების ეკრანს, ხოლო კომპიუტერი გადადის POST პროცესში. ეს მისალმების ეკრანი ხშირ შემთხვევაში შეიცავს ინფორმაციას ბიოს_ში შესასვლელი კლავიშების კომბინაციის შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მწარმოებლის მიერ დაწერილი ბიოს-ის სეტაპის პროგრამა განსხვავდება ერთმანეთისაგან, ძირითადად მათი მენიუები ჰგავს ერთმანეთს.

  • მთავარი ბაზური სისტემური კონფიგურაცია ( Basic system configuration)
  • გაფართოებული (Advanced)გაფართოებული სისტემის პარამეტრები
  • ჩატვირთვა (Boot) ჩატვირთვის მოწყობილობების ოფციები და ჩატვირთვის ბრძანება
  • უსაფრთხოება უსაფრთხოების პარამეტრები.
  • კვება გაფართოებული ძალოვანი მართვის კონფიგურაცია
  • JUSTw00t! – დამატებითი ძაბვის და საათის პარამეტრები დამატებითი ძაბვის და საათის პარამეტრები
  • გამოსვლა BIOS-ის გასასვლელი პარამეტრები და ჩატვირთვის საწყისი პარამეტრები.

შენიშვნა ბიოსის სეტაპის პროგრამის ეკრანი ამ შემთხვევაში მოყვანილია მაგალითისათვის და შეიძლება გარეგნულად არ დაემთხვეს თქვენსას. გთხოვთ განიხილოთ ის როგორც მაგალითი და მიმართოთ თქვენი დედადაფის მწაროებლის დოკუმენტაციას.