ბიოს და CMOS

ყველა დედადაფა საჭიროებს ბიოს-ს მუშაობისათვის. ბიოსი წარმოადგენს მხოლოდ წაკითხვად (ROM) ჩიპს, რომელიც განლაგებულია დედადაფაზე და შეიცავს მცირე ზომის პროგრამას. ეს პროგრამა მართავს ოპერაციულ სისტემასა და აპარატურას შორის ურთიერთქმედებას.

პოსტ რეჟიმის მიმდინარეობისას ბიოსი ასევე განსაზღვრავს:

  • რომელი დისკებზეა შესაძლებელი წვდომა.
  • რომელი დისკებია ჩატვირთვადი.
  • როგორაა მეხსიერება კონფიგურირებული და როდის შეიძლება ის იყოს გამოყენებული.
  • როგორაა PCI და PCIe გაფართოების სლოტები დედადაფაზე კონფიგურირებული.
  • როგორაა სატა და USB პორტები კონფიგურირებული.
  • დედადაფის ძალოვანი მართვის პარამეტრები.
  • დედადაფის მწარმოებელი ბიოსის პარამეტრებს ინახავს სპეციალურ მეხსიერების ჩიპში, რომელსაც ეწოდება Metal Oxide Semiconductor (CMOS), როგორც ნაჩვენებია ნახაზზე 1.

კომპიუტერის ჩართვისას ბიოს-ის პროგრამა კითხულობს CMOS ჩიპში ჩაწერილ პარამეტრებს, რათა განსაზღვროს, როგორ დააკონფიგურიროს აპარატურა.

ბიოს-ის პარამეტრები ინახება CMOS ბატერეის მეშვეობით, როგორც ნაჩვენებია ნახაზ 2-ზე. თუ ბატარეა განიმუხტა, BIOS კონფიგურაციის მონაცემები დაიკარგება. გამომდინარე აქედან, რეკომენდებულია ბიოს-ის პარამეტრები ყოველთვის იყოს დოკუმენტირებული.

შენიშვნაბიოსის მოწყობილობათა პარამეტრების დოკუმენტირების იოლი გზაა მათთვის სურათის გადაღება.

მცირე რჩევები ინსტალაციისათვის თუ კომპიუტერი აჩვენებს არასწორ დროით პარამეტრებს და ასევე კარგავს სხვადასხვა პარამეტრებს ბიოსში, დიდი ალბათობით ბატარეა შესაცვლელია.