ბიოსის ხმათა კოდები და სეტაპი

როდესაც კომპიუტერი ირთვება, ძირითადი შეტანა / გამოტანის სისტემა (BIOS) ასრულებს ძირითადი კომპონენტების აპარატურულ შემოწმებას. ამ შემოწმებას ეწოდება ჩართვისას განხორციელებული თვით-ტესტი, ანუ POST.

POST, როგორც ნაჩვენებია ნახაზზე 1, ამოწმებს კომპიუტერული აპარატურის სწორად ფუნქციონირებას. თუ მოწყობილობა არის მწყობრიდან გამოსული, შეცდომის ან beep კოდი ატყობინებს ტექნიკოსს პრობლემის შესახებ. როგორც წესი, ერთი beep სიგნალი იმას ნიშნავს, რომ კომპიუტერი ფუნქციონირებს ნორმალურად. თუ სახეზეა აპარატურული პრობლემა, ცარიელ ეკრანზე შეიძლება გამოჩნდეს საწყისი ჩატვირთვის ეკრანი და კომპიუტერმა გამოსცეს სიგნალთა სერია. თითოეული BIOS მწარმოებელი იყენებს სხვადასხვა კოდებს არსებული ტექნიკური პრობლემების შესატყობინებლად. სურათ 2-ზე ნაჩვენებია beep კოდების დიაგრამა. მიმართეთ თქვენი დედაპლატის დოკუმენტაციას ამ კოდების  შესასწავლად.

POST-ის პრობლემა შეიძლება დაფიქსირდეს მანამ, სანამ სისტემა მოახდენს ვიდეო ბარათის იდენტიფიცირებას. ვიდეო ბარათის არქონის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიკვლიოთ კომპიუტერის პრობლემა ე.წ. პოსტ-ბარათის მეშვეობით. პოსტ-ბარათი, რომელსაც ზოგჯერ გამართვის ბარათსაც ეძახიან ინსტალირდება PCI ან PCIe სლოტებზე და ასევე უსბ პორტზეც.

როდესაც კომპიუტერის ჩართვისას პრობლემები იქმნება, კომპიუტერი გამოსცემს ორი ან ოთხი სერიისაგან შემდგარ თექვსმეტობით ფორმატში ჩაწერილ კოდს, რომელიც აისახება POST ბარათის მცირე ზომის ეკრანზე. მტყუნების დაფიქსირებისას ეს კოდი გამოიყენება პრობლემის დიაგნოსტიკისათვის დედადაფის, ბიოს-ის ან პოსტ ბარათის მწარმოებლის შესაბამისად.

მცირე რჩევები ინსტალაციისათვის იმის გასარკვევად, მუშაობს თუ არა პოსტ რეჟიმი სწორად, ამოიღეთ ოპერატიული მეხსიერების ჩიპები დედადაფიდან და ისე ჩართეთ ის. ამ შემთხვევაში კომპიუტერმა უნდა გამოსცეს ხმოვანი კოდები, რომლებიც იუწყებიან, რომ სისტემას არ გააჩნია დაინსტალირებული ოპერატიული მეხსიერება. ეს არ მიაყენებს ზიანს კომპიუტერს.