დააინსტალირეთ გარე კაბელები
მას შემდეგ, რაც კეისის გარე პანელები მიერთებულია, მიაერთეთ კაბელები კომპიუტერის უკანა მხარეს.
შენიშვნა მიაერთეთ ძალოვანი კაბელი მას შემდეგ, რაც მიერთებულია ყველა სხვა კაბელი.
კაბელების შეერთებისას დარწმუნდით, რომ ყველა კაბელი მიერთებულია სათანადო ადგილას კომპიუტერში. მაგალითად, ძველი სისტემის აწყობისას მაუსის და კლავიატურის კაბელები ერთი და იგივე ტიპის PS / 2 კონექტორია , მაგრამ ფერადი კოდირებით განსხვავდებიან, რათა თავიდან იქნას აცილებული არასწორი მიერთებები. ხშირად კორპუსის უკანა პანელზე კლავიატურის, მაუსის, მონიტორის, ან USB -ს მიერთებები ნაჩვენებია პატარა ნიშნულებით.
ყურადღება: კაბელების მიერთების დროს არ დაატანოთ ძალა, მიაერთეთ ფრთხილად.
იმისათვის, რომ დააინსტალიროთ სხვადასხვა გარე კაბელი, მიჰყევით შემდეგი ნაბიჯებს:
ნაბიჯი 1 (ნახაზი 1) მიაერთეთ მონიტორის კაბელი ვიდეო პორტს. მიამაგრეთ მონიტორის კაბელი ვიდეოს პორტზე თავისივე ხრახნებით. იმ შემთხვევაში როდესაც თქვენს მიერ აწყობილ კომპიუტერში ინსტალირებულია დამატებითი ვიდეო ბარათი, დარწმუნდით, რომ მონიტორის კაბელი სწორედ მასთანაა მიერთებული და არა დედადაფაზე ინტეგრირებულ ვიდეო ბარათთან.
ნაბიჯი 2 (ნახაზი 2) მიაერთეთ კლავიატურა PS / 2 კლავიატურის პორტს.
ნაბიჯი 3 ( ნახაზი 3 ) მიაერთეთ მაუსის კაბელი მაუსის PS / 2 პორტს.
ნაბიჯი 4 (ნახაზი 4) მიაერთეთ უსბ კაბელი უსბ პორტს.
ნაბიჯი 5 ( ნახაზი 5) ძალოვანი კაბელი მიაერთეთ კვების ბლოკს.
შენიშვნა: ზოგიერთ დედადაფას აქვს მხოლოდ ერთი PS/2 პორტი. ზოგიერთ დედადაფას შესაძლებელია არ გააჩნდეს PS / 2 კლავიატურისა და მაუსის პორტი. შეაერთეთ USB კლავიატურა, USB მაუსი ან ორივე ერთად ამ ტიპის დედადაფის უსბ პორტებზე.
მცირე რჩევები ინსტალაციისათვის PS/2 to USB გადამყვანის საშუალებით შეგვიძლია შევაერთოთ მოძველებული ტიპის პერიფერია იმ დედადაფასთან, რომელსაც არ გააჩნია PS/2 კონექტორები.




