აწყობილი კორპუსის გადაწყობა

სანამ კორპუსზე მის გვერდითა პანელებს მიამაგრებდეთ, დარწმუნდით, რომ ყველა დეტალი სათანადოდაა შეერთებული და საიმედოდ ზის ბუდეში. ეს სია მოიცავს პროცესორს, ოპ.მეხსიერებას, ადაპტერებს, მონაცემთა, წინა პანელისა და კვების კაბელებს.
პანელების დამაგრების შემდეგ დარწმუნდით, რომ ისინი სათანადოდაა მიხრახნილი კორპუსზე. ზოგი კომპიუტერის კორპუსი იყენებს ხრახნებს, რომლებიც მაგრდებიან სახრახნისის გამოყენებით. ზოგ კორპუსზე კი დიდთავა ხრახნები შეიძლება ხელითაც მიიხრახნოს.
თუ არ იცით, როგორ მოხსნათ კორპუსის გვერდითი პანელები, მიმართეთ მწარმოებლის დოკუმენტაციას ან მის ვებ გვერდს.
ყურადღება: კორპუსის ნაწილებს მოეპყარით სათანადო სიფრთხილით. ზოგიერთი კომპიუტერული კორპუსის პანელებს საკმაოდ მჭრელი კიდეები აქვს.
მცირე რჩევები ინსტალაციისათვის გამოიკვლიეთ ის არეალი, სადაც პანელი ისმება კორპუსის ჩარჩოში. მოაცილეთ ყველა კაბელი ამ არეალს, რათა ისინი არ გაწყდნენ ან დაზიანდნენ.