წინა პანელის კაბელების ინსტალაცია
კორპუსის წინა პანელზე განთავსებულია შემდეგი ღილაკები: ჩართვა-გამორთვის, მყარი დისკის აქტიურობის. ეს ღილაკები და ციმციმები სათანადო კაბელებით დავუკავშიროთ დედადაფას. სურათ 1 -ზე ჩანს ზოგიერთი ამ კაბელთაგანი, რომლებიც შეიძლება აღმოვაჩინოთ კეისის შიგნით. სურათ 2-ზე ნაჩვენებია წინა პანელის კაბელების კრებულის სრული სურათი, როდესაც ისინი მიერთებულნი არიან დედადაფაზე. სისტემის პანელის კონექტორთან არსებული ჩანაწერი აჩვენებს, სადაა თითოეული კაბელი შეერთებული.
სისტემური პანელის კონექტორები არაა მონიშნული. გარკვეული სტანდარტი ამ კაბელების განლაგებისა არ არსებობს და თითოეული კეისისათვის განსხვავებულია. მიხედავად ამისა, თითოეულ პანელს აქვს პატარა ისარი, რომელიც მიუთითებს pin 1-ს განლაგებას, როგორც ნაჩვენებია სურათ 3-ზე.
შენიშვნა: თქვენი წინა პანელის კაბელები და სისტემის პანელის კონექტორები შეიძლება იყოს განსხვავებული იმისგან, რაც არის ნაჩვენები სურათზე. საჭიროა ვიხელმძღვანელოთ დედადაფის დოკუმენტაციით, რათა გავერკვეთ წინა პანელის კაბელების განლაგების დიაგრამაში.
სისტემური პანელის კონექტორები მოიცავს:
- კვების ღილაკი – ჩართვის ღილაკით ხორციელდება კომპიუტერის ჩართვა-გამორთვა. თუ კვების ღილაკით ვერ გამორთეთ კომპიუტერი, დააჭირეთ და გეჭიროთ ღილაკი 5 წამის განმავლობაში.
- გადატვირთვის ღილაკი – გადატვირთვის ღილაკით (არსებობის შემთხვევაში) გადატვირთავთ კომპიუტერს მისი გამორთვის გარეშე.
- კვების ინდიკატორი კვების ინდიკატორი ანათებს, როცა კომპიუტერი ჩართულია და ხშირ შემთხვევებში ციმციმებს მისი ძილის რეჟიმში ყოფნისას. თითოეულ წყვილ ინდიკატორის პანელის კონექტორს აქვს pin 1 პლუს ნიშანი (+), როგორც ნაჩვენებია ნახაზზე 4.
- მყარი დისკის აქტიურობის მაჩვენებელი ინდიკატორი მყარი დისკის აქტიურობის მაჩვენებელი ინდიკატორი ანთია ან ციმციმებს მყარ დისკზე მიმართვის შემთხვევაში.
- სისტემური სპიკერი დედადაფა იყენებს სისტემურ სპიკერს (თუ ეს შესაძლებელია) კომპიუტერის მდგომარეობის სტატუსის განსაზღვრისათვის. მაგალითად, სპიკერის ერთი ხმოვანი სიგნალი ნიშნავს, რომ სისტემა ჩაირთო ნორმალურად. აპარატურული მტყუნების დროს დიაგნოსტიკურ სიგნალთა სერია შესაძლებლობას გვაძლევს დავადგინოთ, რა სახის პრობლემასთან გვაქვს ადგილი. მნიშვნელოვანია განვასხვავოთ სისტემის სპიკერი აუდიო სპიკერისაგან, რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება მუსიკის მოსასმენად. სისტემური სპიკერის კაბელი, როგორც წესი, იყენებს ოთხპინიან სისტემური პანელის კონექტორს.
- აუდიო ზოგიერთ კორპუსს აუდიო პორტები, მიკროფონი გამომყვანი და ჯეკები აქვს გარე პანელზე, რათა მივაერთოთ მიკროფონი და ისეთი გარე აუდიო აპარატურა, როგორიცაა სიგნალის პროცესორი, მიქშირების დაფა და სხვა ინსტრუმენტები. სპეციალური აუდიო პანელები ასევე შეიძლება შევიძინოთ და დავუკავშიროთ უშუალოდ დედადაფას. ეს პანელები შეგიძლიათ დააყენოთ ერთი ან მეტი გარე დისკის სადგამზე ან დატოვოთ ცალკე მდგომ პანელად.
- USB (უნივერსალური სერიული სალტე) – უმრავლეს შემთხვევებში USB პორტები მდებარეობს კომპიუტერული კორპუსის გარეთ . USB დედადაფის კონექტორები ხშირად შედგება 9 ან 10 პინისაგან, ორ რიგად, როგორც ნაჩვენებია სურათ 5-ზე. ეს განლაგება საშუალებას იძლევა შევქმნათ ორი USB კავშირი, ასე რომ USB კონექტორები ხშირად განლაგებულია წყვილად. ზოგჯერ ორ კონექტორი განთავსებულია ერთ ჯერზე, როგორც ნაჩვენებია ნახაზზე 6, და შეიძლება იყოს დაკავშირებული მთელი USB დედაპლატის კონექტორთან. USB კონექტორებს შეიძლება ასევე ჰქონდეს ოთხი ან ხუთი პინი ან ცალკეული ჯგუფებს ოთხი ან ხუთი პინი. უმრავლესი USB მოწყობილობები მოითხოვენ მხოლოდ ოთხ პინს კავშირისათვის. მეხუთე პინი გამოიყენება უსბ კაბელების დამიწებისათვის.
ყურადღება: დარწმუნდით, რომ დედადაფაზე კონექტორი აღინიშნება USB წარწერით. FireWire კონექტორი ძალიან ჰგავს უსბ-ს კონექტორს. USB კაბელების FireWire კონექტორთან შეერთება იწვევს მათ დაზიანებას.
ნახაზ 7-ზე მოცემულ ცხრილში აღწერილია კონექტორთა შეერთების სხვადასხვა ტიპები კორპუსის წინა პანელის ინდიკატორებზე.
ახალ დედადაფებსა და კორპუსებს აქვთ უსბ 3.0 ან 3.1 მხარდაჭერა. USB 3.0 და 3.1 კონექტორი მსგავსია USB კონექტორისა, მაგრამ აქვს დამატებითი პინები.
წინა პანელის კაბელების ინსტალაციის ძირითადი ნაბიჯებია:
ნაბიჯი 1 შეაერთეთ კვების კაბელი სისტემური პანელის კონექტორთან, რომელიც აღნიშნულია ნიშნულით PWR_SW.
ნაბიჯი 2 შეაერთეთ გადატვირთვის კაბელი სისტემური პანელის კონექტორთან, რომელიც აღნიშნულია ნიშნულით RESET.
ნაბიჯი 3 შეაერთეთ LED კაბელი სისტემური პანელის კონექტორზე აღნიშვნით POWER LED.
ნაბიჯი 4 მყარი დისკის აქტიურობის მაჩვენებელი LED კაბელი შეაერთეთ HDD LED ნიშნულით აღნიშნულ პინზე დედადაფაზე.
ნაბიჯი 5 შეაერთეთ სპიკერის კაბელი სისტემურ პანელზე არსებულ შესაბამისი დასახელების SPEAKER კონექტორზე.
ნაბიჯი 6 შეაერთეთ უსბ კაბელი უსბ კონექტორზე.
ნაბიჯი 7 შეაერთეთ აუდიო კაბელი აუდიო კონექტორზე.
ძირითადად, თუ ღილაკი და LED ინდიკატორი არ ფუნქციონირებს, კონექტორი შეიძლება არასწორად იყოს მიერთებული. ამ პრობლემის გამოსწორების მიზნით, გამორთეთ კომპიუტერი და გამოაერთეთ ის ელექტრო ქსელიდან, გახსეთით კორპუსი და შეაბრუნეთ კონექტორზე კაბელის პინები. იმისათვის რომ არასწორი შეერთებები ავიცილოთ თავიდან, ზოგი მწარმოებელი რამდენიმე წინა პანელის კონექტორს (მაგალითად, კვების და გადატვირთვის) აჯგუფებს და ათავსებს ერთ მთლიან კონექტორში.
ინსტალაცია შენიშვნა: პანელის კონექტორები და კორპუსის კაბელების ბოლოები არიან ძალიან მცირე ზომის. დააკვირდით მათ და მონიშნეთ პინ 1. ვინაიდან კომპიუტერის აწყობისას კორპუსის შიდა სივრცე შეზღუდულია, კაბელების კონექტორებთან შესაერთებლად შეიძლება გამოყენებულ იქნას part retriever.






