შეაერთეთ შინაგანი მონაცემთა კაბელები
შინაგანი დისკები და ოპტიკური დისკამძრავები ძირითადად უკავშირდება დედადაფას სატა მონაცემთა კაბელების საშუალებით.
SATA მონაცემთა კაბელს აქვს 7-პინიანი კონექტორი, როგორც ეს ნაჩვენებია ნახაზ 1-ზე. SATA კაბელები მონიშნულია, რათა დავიცვათ მისი სწორი ორიენტაცია დედაპლატისა და მყარი დისკის მიმართ. ბევრ სატა კაბელს აქვს სპეციალური ჩამკეტი, რაც საშუალებას იძლევა, ავიცილოთ მისი შემთხვევითი გამოერთება დისკიდან. ჩაკეტილი კაბელის გამოსაერთებლად საჭიროა ოდნავ დავაჭიროთ მის ბოლოებში განთავსებულ მეტალის ჩამკეტს და გამოვწიოთ.
დისკების საინფორმაციო კაბელების საშუალებით დედადაფასთან შესაერთებლად მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:
ნაბიჯი 1 SATA კაბელის ერთი ბოლო შეაერთეთ დედადაფის სლოტზე (იხ. ნახაზი 2). მიაქციეთ ყურადღება, რომ დედადაფას გააჩნია რამდენიმე სატა პორტი.
ნაბიჯი 2 SATA კაბელის ერთი ბოლო შეაერთეთ დედადაფის მცირე ნომრის მქონე სლოტზე (იხ. ნახაზი 3).
მცირე რჩევები ინსტალაციისათვის სატა მონაცემთა და კვების კაბელების ინსტალაციისას გამოიჩინეთ სიფრთხილე. ამასთანავე, ერიდეთ სატა კაბელების გადაგრეხვასა და გადაკეცვას. ამან შეიძლება გამოიწვიოს მონაცემთა გადაცემის სიჩქარის შემცირება.


