შეაერთეთ კვების კონექტორი შიგა დისკებსა და კორპუსის ქულერზე
ტრადიციულად, მყარი დისკები და ოპტიკური დისკამძრავები, გამოიყენებენ 4-პინიან Molex ძალოვან კონექტორებს. დღეს ეს დისკები, როგორს წესი, გამოიყენებენ 15-პინიან სატა ძალოვან კონექტორებს.
მოხერხებულობისათვის, ზოგიერთ დისკებს გააჩნიათ როგორც სატა, ასევე მოლექსის ტიპის ძალოვანი კონექტორები. ამ დისკებზე შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ერთი კონექტორი და არა ორივე. ზოგიერთ ძველი ტიპის კვების ბლოკს შეიძლება არ გააჩნდეს სატა ძალოვანი კონექტორები. ამ შემთხვევაში გამოიყენება მოლექს-სატა ძალოვანი გადამყვანები, როგორც ეს ნაჩვენებია ნახაზ 2-ზე.
სატა კაბელების შესაერთებლად მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:
ნაბიჯი 1 მიუსადაგეთ 15-პინიანი სატა ძალოვანი კონექტორი დისკის პორტს.
ნაბიჯი 2 (ნახაზი 3) ფრთხილად დააჭირეთ ზემოდან კონექტორს, სანამ მთლიანად არ ჩაჯდება ბუდეში.
მცირე რჩევები ინსტალაციისათვის სატა ძალოვანი კონექტორების შეერთებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე. თუ არასწორი კუთხით შეაერთებთ, შეიძლება დაზიანდეს დისკის შესაერთებელი ბუდე.
სხვა პერიფერიული მოწყობილობები, როგორიცაა კორპუსის ქულერი, ასევე საჭიროებენ კვების მიწოდებას. ძირითადად დედადაფებზე განხორციელებულია 3 და 4-პინიანი ძალოვანი კონექტორები კორპუსის ქულერის შესაერთებლად. კორპუსის ქულერის ძალოვან კონექტორების დასაინსტალირებლად მიჰყევით ნაბიჯებს:
ნაბიჯი 1 მიუსადაგეთ 3 და4-პინიანი ძალოვანი კონექტორი დედაპლატაზე განთავსებულ ბუდეს.
ნაბიჯი 2 (ნახაზი 4) ფრთხილად დააჭირეთ ზემოდან კონექტორს, სანამ მთლიანად არ ჩაჯდება ბუდეში.
შეაერთეთ დარჩენილი კაბელები სხვადასხვა ბუდეებთან და ამისათვის იხელმძღვანელეთ დედადაფისა და კორპუსის დოკუმენტაციით.
მცირე რჩევები ინსტალაციისათვის 3-პინიანი ძალოვანი კონექტორი შეიძლება შეერთდეს 4-პინიან ბუდესთან დედადაფაზე. კონექტორი და დედადაფაზე განთავსებული ბუდე მონიშნულია და ეს საშუალებას გვაძლევს, დავამთხვიოთ ისინი ერთმანეთს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მათი პინების რიცხვი განსხვავდება.



