უკაბელო ქსელის ბარათის ინსტალაცია
უსადენო ქსელის ბარათი აკავშირებს კომპიუტერს უკაბელო (Wi-Fi) ქსელთან. უსადენო ქსელის ბარათი იყენებს PCI და PCIe გაფართოების სლოტებს დედადაფაზე. ზოგიერთი უსადენო ადაპტერი უერთდება უსბ პორტს.
იმისათვის, რომ დააყენოთ უსადენო NIC, მიჰყევით შემდეგ შემდეგი ნაბიჯებს:
ნაბიჯი 1 (ნახაზი1) შეარჩიეთ ცარიელი PCI გაფართოების სლოტი დედადაფაზე და მოხსენით უშუალოდ მის უკან განთავსებული მეტალის ფირფიტა კორპუსის უკანა პანელზე.
ნაბიჯი 2 ჩასვით ქსელის ბარათი შესაბამის სლოტში დედაპლატაზე.
ნაბიჯი 3 (ნახაზი 2) დააჭირეთ ქვემოთ ფრთხილად ადაპტერს, სანამ სათანადოდ არ მოთავსდება სლოტში.
ნაბიჯი 4 (ნახაზი 3) დაამაგრეთ ბარათი სლოტში ხრახნით კეისის უკანა პანელზე.
მცირე რჩევები ინსტალაციისათვის: ზოგიერთ კორპუსს აქვს მცირე ზომის სლოტები იმ ხვრელის ფსკერზე, რომელიც რჩება უკანა ფირფიტის მოხსნის შემდეგ. ბარათის ჩასმამდე მოარგეთ მისი უკანა პანელი ამ სლოტს და შემდეგ ჩასვით ის სლოტში.


