ოპერატიული მეხსიერების ინსტალაცია

ოპ. მეხსიერება უზრუნველყოფს მონაცემების სწრაფ და დროებით განთავსებას ცენტრალური პროცესორისათვის კომპიუტერის ფუნქციონირების განმავლობაში. ოპერატიული მეხსიერება წარმოადგენს არამდგრად მეხსიერებას, რაც ნიშნავს, რომ კომპიუტერის გამორთვის შემდეგ მასში არსებული ინფორმაცია იშლება.

ოპ. მეხსიერება შეიძლება დამაგრდეს დედადაფაზე, სანამ ეს უკანასკნელი განთავსდება კეისში. სასურველია, მონტაჟამდე დედაპლატის პასპორტში ან მწარმოებლის ვებ-გვერდზე შევამოწმოთ ოპერატიული მეხსიერების შესაბამისობა დედაპლატასთან.

პროცესორის მსგავსად, ოპ.მეხსიერებაც მეტად მგრძნობიარეა ელექტროსტატიკური განმუხტვის მიმართ. შესაბამისად, ყოველთვის განალაგეთ კომპონენტები ანტისტატიკურ ხალიჩაზე და გაიკეთეთ მაჯის სახვევი (ან ხელთათმანები) ოპ.მეხსიერების ინსტალაციის ან გამოცვლის დროს.

დედადაფაზე ოპ.მეხსიერების ინსტალაციისათვის მიჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:

ნაბიჯი 1 (ნახაზი 1) მეხსიერების სლოტებზე გახსენით დამჭერი მჭიდეები.

ნაბიჯი 2 (ნახაზი 2) შეუსაბამეთ ოპ. მეხსიერების მოდული დედაპლატის შესაბამის სლოტს და ფრთხილად დააჭირეთ, სანამ კარგად არ ჩაჯდება ბუდეში.

ნაბიჯი 3 (ნახაზი 3) დარწმუნდით, რომ დამჭერი მჭიდეები კარგადაა ჩაკეტილი.

ყურადღება: მეხსიერების ჩიპი შეიძლება დაზიანდეს და შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს დედაპლატას, თუ ის არასწორადაა ჩასმული სლოტში, დაამოკლოს რა სისტემური სალტის ელექტრული სქემა.

ნაბიჯი 4 დარწმუნდით, რომ თითოეული მეხსიერების მოდული კარგადაა ჩასმული შესაბამის სლოტში და მისი დამჭერი მჭიდები კარგადაა ჩაკეტილი.

ნაბიჯი 5 ვიზუალურად შეამოწმეთ დაუცველი კონტაქტები.

მცირე რჩევები ინსტალაციისათვის: მოდულების სლოტში კარგად ჩასმის მანიშნებელია სპეციფიური ჩაკეტვის ხმა და შეგრძნება, რომ მჭიდეები კარგად დაიხურა.