პროცესორის, რადიატორისა და ქულერის ინსტალაცია.

პროცესორი , რადიატორი და ქულერი საჭიროა დამაგრებული იყოს დედადაფაზე ამ უკანასკნელის კეისში ჩამაგრებამდე. ეს საშუალებას გვაძლევს დედადაფაზე დამატებითი კომპონენტების დამაგრების დროს გვქონდეს მეტი მანევრირების საშუალება.

პროცესორის ინსტალაციამდე დარწმუნდით, რომ ის თავსებადია არსებულ დედაპლატის სოკეტთან, როგორც ნაჩვენებია სურათ 1-ზე. დედადაფები განკუთვნილნი არიან სპეციფიურ პროცესორებთან სამუშაოდ და შესაბამისად,  მათ არ გააჩნიათ ყველა პროცესორის მხარდაჭერა. სურათ 2-ზე მოცემულ ცხრილში აღწერილია სოკეტთა ძირითადი ტიპები და მათი ინსტალაციის თავისებურებანი.

შენიშვნა:  SEC და LIF წარმოადგენენ დღეს არსებულ სოკეტებს.

პროცესორი და დედაპლატა მეტად მგრძნობიარენი არიან ელექტროსტატიკური განმუხტვის (ESD) მიმართ. ეს კომპონენტები ადვილად შეიძლება დაზიანდნენ ელექტროსტატიკური დენის მიერ მათი დაუმიწებლობის შემთხვევაში. შესაბამისად, ყოველთვის განალაგეთ კომპონენტები ანტისტატიკურ ხალიჩაზე და გაიკეთეთ მაჯის სახვევი (ან ხელთათმანები) პროცესორის ინსტალაციის დროს.

ყურადღება: პროცესორის ხელში აღებისას არ შეეხოთ მის გარე კონტაქტებს. მოათავსეთ პროცესორი ანტისტატიკურ ხალიჩაზე, სანამ არ დაგვჭირდება მისი გამოყენება. შეინახეთ პროცესორი ანტისტატიკურ შეფუთვაში.

დედადაფაზე პროცესორისა და ქულერის ინსტალაციისათვის გაჰყევით შემდეგ ნაბიჯებს:

ნაბიჯი 1 მიუსადაგეთ პროცესორის პინ 1 დედადაფაზე არსებული სოკეტის პინ 1-ს, როგორც ნაჩვენებია სურათ 3-ზე. მონახეთ წერტილი პროცესორის ჩიპზე და მცირე ზომის სამკუთხა ნიშანი დედადაფის სოკეტზე მათი პინ 1-ის განსასაზღვრად. შეამოწმეთ პროცესორისა და დედადაფის დოკუმენტაცია, რათა დარწმუნდეთ პინების შესაბამისობაში. მოათავსეთ პროცესორი დედადაფის ბუდეში ფრთხილად. არ გამოიყენოთ გადაჭარბებული ძალა პროცესორის ბუდეში ჩასასმელად, რათა არ დააზიანოთ ისინი. თუ თქვენ გექმნებათ წინააღმდეგობა, დარწმუნდით, რომ პროცესორი სათანადოდ მიუსადაგეთ სოკეტში.

ნაბიჯი 2 პროცესორი დედადაფაზე მაგრდება სპეციალური საკეტის საშუალებით. ჩაკეტეთ ეს საკეტი ისე, როგორც ნაჩვენებია სურათ 4-ზე.

ნაბიჯი 3 მოძრავი დახურვის ბერკეტი ფრთხილად მოატრიალეთ და ჩაკეტეთ ფირფიტა პროცესორის თავზე, როგორც ნაჩვენებია ნახაზ 5-ზე.

ნაბიჯი 4. მოძრავი საკეტი დაამაგრეთ სოკეტის ქვემოთ არსებულ სპეციალურ დამჭერზე, როგორც ნაჩვენებია ნახაზ 6-ზე.

ნაბიჯი 5 პროცესორზე წაუსვით მცირე ოდენობით თერმოპასტა, როგორც ნაჩვენებია ნახაზ 7-ზე. თერმოპასტა უზრუნველყოფს პროცესორის ზედაპირიდან სითბოს განდევნას. ხშირ შემთხვევებში საჭიროა თერმოპასტის მცირე რაოდენობა. რადიატორის წონა და მისი ზეწოლა პროცესორის ზედაპირზე თემომასალას თანაბრად ანაწილებს. დაიცავით თერმოპასტის მწარმოებლის მიერ დაწერილი ინსტრუქცია მისი გამოყენებისას.

ნაბიჯი 6 დაამაგრეთ რადიატორი და ქულერი დედადაფაზე არსებულ ხვრელებში და მოათავსეთ ის პროცესორის თავზე, როგორც ნაჩვენებია ნახაზ 8-ზე. შეეცადეთ არ გადახლართოთ ერთმანეთში ქულერის კაბელები.

ნაბიჯი 7 მჭიდროდ დაამაგრეთ ქულერი დედადაფაზე. ზედმიწევნით ზუსტად შეასრულეთ ქულერის მწარმოებლის მიერ გამოცემული ინსტრუქცია.

როდესაც იყენებთ უკვე გამოყენებულ პროცესორს, გაწმინდეთ მისი და ქულერის ზედაპირი იზოპროპილის სპირტით და დაუძენძავი ნაჭრით. იგი აშორებს ძველ თერმომასალასა და სხვადასხვა სახის ნარჩენებს. ნებისმიერი სახის ნარჩენი მასალა, რაც რჩება პროცესორის ზედაპირზე, ამცირებს ქულერის შესაძლებლობებს განდევნოს გადახურებული ჰაერი პროცესორის ზედაპირიდან. დაიცავით მწარმოებლის რეკომენდაციების თერმომასალების გამოყენების შესახებ.

მცირე რჩევები ინსტალაციისათვის: ქაღალდის ყავის ფილტრი ისევე ასუფთავებს პროცესორის ზედაპირს, როგორც დაუძენძავი ნაჭერი.

შენიშვნა: ყოველთვის დაიცავით მწარმოებლის მიერ მოწოდებული დედადაფის ინსტრუქცია პროცესორის ინსტალაციისას. დააჭირეთ აქდოკუმენტაციისათვის