ტერმინები

ოპერაციულ სისტემას გააჩნია სხვადასხვა ფუნქცია. მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა შუამავლობა მომხმარებელსა და კომპიუტერის აპარატურულ უზრუნველყოფას შორის. ოპერაციული სისტემა აგრეთვე აკონტროლებს კომპიუტერის სხვა ფუნქციებსაც:

პროგრამული რესურსების უზრუნველყოფა
მეხსიერების განაწილება და ყველა პერიფერიულ მოწყობილობასთან წვდომის უზრუნველყოფა
კომპიუტერის გამოყენებითი პროგრამების გავრცელებული სერვისების უზრუნველყოფა
ციფრული საათებიდან დაწყებული, კომპიუტერებით დამთავრებული, თითქმის ყველა სახის კომპიუტერი საჭიროებს ოპერაციულ სისტემას, ვიდრე ის მუშაობას შეძლებს. აქედან მომდინარეობს ოპერაციული სისტემის სახელწოდებაც.

ოპერაციული სისტემის შესაძლებლობების გასაგებად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რამდენიმე ძირითადი ტერმინი. ოპერაციულ სისტემების აღწერისას ხშირად გამოიყენება შემდეგი ტერმინები:

მრავალმომხმარებლიანი (Multi-user) -ორ ან მეტ მომხმარებელს აქვს ინდივიდუალური ანგარიში, რომელთა მეშვეობით ისინი ერთდროულად მუშაობენ პროგრამებთან და პერიფერიულ მოწყობილობებთან.
მრავალამოცანიანი (Multitasking) -კომპიუტერს შეუძლია ერთდროულად იმუშაოს მრავალ პროგრამასთან.
მრავალპროცესიანობა (Multiprocessing) -ოპერაციულ სისტემას აქვს ორი ან მეტი პროცესორის მხარდაჭერა.
მრავალნაკადიანობა (Multithreading) -პროგრამა შეიძლება დაიყოს მცირე ფრაგმენტებად, რომლებსაც ოპერაციული სისტემა საჭიროების მიხედვით ჩატვირთავს. მრავალნაკადიანობის მეშვეობით პროგრამის სხვადასხვა ფრაგმენტები ერთდროულად მუშავდება.
ოპერაციული სისტემა ტვირთავს კომპიუტერს და მართავს ფაილურ სისტემას. ოპერაციულ სისტემებს აქვს ერთზე მეტი მომხმარებლის, ამოცანის ან პროცესორის მხარდაჭერა.