მოწყობილობათა განთავსება

საფრთხის შემცველი ნივთიერებების და ნარჩენების განთავსება მსოფლიო დონის პრობლემაა. დარწმუნდით, რომ იცავთ რეგულაციებს სპეციფიური დეტალების განთავსების შესახებ, რომლებიც განსაზღვრულია ხელისუფლების მიერ. ამ რეგულაციათა დამრღვევი ორგანიზაციები შეიძლება იქნენ დაჯარიმებულნი ან შეეჯახონ ძვირადღირებულ სასამართლო პროცესებს. რეგულაციები დეტალების განთავსების შესახებ შეიძლება განსხვავდებოდნენ სხვადასხვა შტატებსა და ქვეყნებში. მოიძიეთ თქვენი ლოკალური გარემოს დაცვითი რეგულაციების სააგენტო.
ბატარეები
ბატარეები ხშირად შეიცავენ იმ იშვიათ მეტალებს, რომლებიც შეიძლება სახიფათონი აღმოჩნდნენ გარემოსათვის. პორტაბელური კომპიუტერების ბატარეები შეიძლება შეიცავდნენ ტყვიას, კადმიუმს, ლითიუმს, ალკალინის მანგანეზს ან მერკურიუმს. ეს მეტალები არ იშლება და ნარჩუნდება გარემოში წლების განმავლობაში. მერკურიუმი ძირითადად გამოიყენება ბატარეების წარმოებაში და განსაკუთრებით ტოქსიკური და საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
ბატარეების გადამუშავება უნდა ემორჩილებოდეს სტანდარტულ პრაქტიკას. ყველა ის ბატარეა, რომელიც შეიცავს ლითიუმის იონს, ნიკელ-კადმიუმს, ნიკელ-მეტალის ჰიბრიდს, ტყვიას, წარმოადგენს ნივთს, რომელიც ექვემდებარება ადგილობრივი რეგულაციებით განსაზღვრულ განთავსების და განადგურების პროცედურებს.
მონიტორები
CRT მონიტორებს მოეპყარით სათანადო სიფრთხილით. საკმაოდ მაღალი ვოლტაჟი შეიძლება შენარჩუნდეს ამ ტიპის მონიტორებში იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი გამორთულია ელექტრო ქსელიდან.
მონიტორები შეიცავენ შუშას, პლასტიკს, მეტალს, ტყვიას, ბარიუმს და სხვა იშვიათ მეტალებს. ა.შ.შ გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) თანახმად, მონიტორები შეიძლება შეიცავდნენ დაახლოებით 1.8 კგ ტყვიას. მონიტორთა განთავსება უნდა მოხდეს გარემოს დაცვითი რეგულაციების მიხედვით.
ტონერული კარტრიჯები და სახარჯი მასალები.
გამოყენებული პრინტერების ტონერები და დაცლილი კარტრიჯები განთავსებულ უნდა იქნენ გარემოს დაცვითი რეგულაციების შესაბამისად. ასევე შესაძლებელია მათი გადამუშავება. ზოგიერთი ტონერის კარტრიჯის მომწოდებელი ან მწარმოებელი იძლევა მისი შევსების საშუალებას. ზოგი კომპანია სპეციალიზდება მის თავიდან დატენვაში. ჭავლური პრინტერების ტონერები შეიძლება შევსებულ იქნას თავიდან, თუმცა ეს არაა რეკომენდებული, რადგან მელნის დაღვრის შემთხვევაში პრინტერი შეიძლება გამოუსწორებლად დაზიანდეს. გამოყენებული თავიდან შევსებული ტონერი ასევე შეიძლება გახდეს საგარანტიო პირობების დარღვევის მიზეზი.
ქიმიური გამხსნელები და აეროზოლის ქილები
იქონიეთ კონტაქტი ადგილობრივ სანიტარულ კომპანიებთან, რათა გაარკვიოთ კომპიუტერის გასაწმენდად განკუთვნილი ქიმიური და გამხსნელი ნივთიერებების განთავსების პირობები. არასოდეს დაღვაროთ ქიმიური ნივთიერებები და გამხსნელები საჯარო გამოყენების მილებში.
ქილები და ბოთლები, რომლებიც შეიცავენ გამხსნელებსა და საწმენდ მასალებს, ფრთხილად უნდა იქნენ გადატანილნი. დარწმუნდით, რომ ისინი იდენტიფიცირებულნი და გადამუშავებულნი არიან, როგორც სპეციალური საფრთხის შემცველი ნარჩენები. მაგალითად, ზოგიერთი აეროზოლის ქილა შეიძლება აფეთქდეს გადახურების დროს, თუ მასში არსებული გაზი სრულად არაა გახარჯული.