ხანძარუსაფრთხოება

მიჰყევით უსაფრთხოების გზამკვლევს, რათა დაიცვათ სიცოცხლე, ინფრასტრუქტურა და აპარატურა. ელექტრო შოკის და კომპიუტერის დაზიანების თავიდან ასაცილებლად გათიშეთ და გამოაერთეთ მოწყობილობა ელექტროქსელიდან, სანამ შეუდგებოდეთ მის რემონტს.

ცეცხლი შეიძლება გავრცელდეს ძალიან სწრაფად და მოიტანოს დიდი ზიანი. ცეცხლსაქრობის სწორი გამოყენებით შეგიძლიათ სწრაფად მოახდინოთ ხანძრის ლოკალიზება, რათა არ მოხდეს მისი კონტროლიდან გამოსვლა. ცეცხლსაქრობითან მუშაობისას გაითვალისწინეთ aid P-A-S-S -ის ძირითადი წესები:

P – ამოწიეთ პინი.

ა (A) – ნაკადი მიმართეთ ცეცხლის სათავისკენ და არა ალისაკენ.

S – მოუჭირეთ სახელურს.

S – დაატრიალეთ ცეცხლმაქრის თავი ერთი მხრიდან მეორისაკენ.

გაეცანით ცეცხლსაქრობთა იმ ტიპებს, რომლებიც გავრცელებულია თქვენს ქვეყანაში ან რეგიონში. ცეცხლსაქრობთა თითოეულ ტიპს გააჩნია თავისი სპეციფიური ქიმიური ნივთიერებები ცეცხლის სხვადასხვა ტიპებთან საბრძოლველად.

  • ქაღალდი, ხის მასალა, პლასტიკი, მუყაო
  • ბენზინი, ნავთი, ორგანული შენაერთები
  • ელექტრო მოწყობილობა
  • წვადი მეტალები

კომპიუტერულ კომპონენტებთან მუშაობისას ერიდეთ კომპიუტერის ელექტრო მოწყობილობებიდან გამომავალ გაზის მაგვარ მასალებს. კომპიუტერული კომპონენტების გადახურებისას ან მათი ელექტრული ქსელის დამოკლებისას ისინი უშვებენ დამწვარი ელექტროდეტალების სუნს. ხანძრის შემთხვევაში მიჰყევით უსაფრთხოების შემდეგ პროცედურებს:

  • არასოდეს შეებრძოლოთ არაკონსერვირებულ ან კონტროლიდან გამოსულ ხანძარს.
  • ყოველთვის გქონდეთ შემუშავებული ევაკუაციის გეგმა სამუშაო პროცესის დაწყებამდე.
  • დატოვეთ შენობა სწრაფად.
  • დაუკავშირდით სამაშველო სამსახურს რაც შეიძლება სწრაფად.
  • შეისწავლეთ ცეცხლმქრობის განთავსების ადგილი და მისი მუშაობის წესები მის გამოყენებამდე.