ელექტრო უსაფრთხოება

მიჰყევით ელექტრული უსაფრთხოების გზამკვლევს, რათა აიცილოთ თავიდან ხანძარი, ელექტრული შოკი და ფატალური შემთხვევა.

ზოგიერთი პრინტერის ნაწილი ცხელდება მუშაობის პროცესში, სხვა ნაწილი კი, როგორიცაა დენის წყარო, იმყოფება მაღალი ვოლტაჟის ქვეშ. იხილეთ პრინტერის დოკუმენტაცია, რათა გაარკვიოთ მაღალი ვოლტაჟის ქვეშ მყოფი კომპონენტების მდებარეობა. პრინტერის ზოგიერთი კომპონენტი რჩება მაღალი ძაბვის ზემოქმედების ქვეშ მისი ელექტრული ქსელიდან გამორთვის შემდეგაც. დარწმუნდით, რომ პრინტერს ჰქონდა საკმარისი დრო გასაგრილებლად მისი სარემონტო სამუშაოს დაწყებამდე.

ელექტრულ მოწყობილობებს გააჩნიათ გარკვეული ძალოვანი მოთხოვნები. მაგალითად, მუდმივი დენის ადაპტერები წარმოებულია სპეციალურად ლეპტოპებისათვის. სხვადასხვა ტიპის ლეპტოპებისათვის ერთი დაიგივე დამტენის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც ლეპტოპის, ასევე დამტენის დაზიანება.